იცით პაბი-დექსამეტაზონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პაბი-დექსამეტაზონის გვერდითი მოვლენებია: პაბი-დექსამეტაზონმა, როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებებმა, შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე არასასურველი მოვლენის განვითარებისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სეკრეციის დარღვევები, ზრდის შეფერხება ძუძუზე მყოფ ბავშვებში და მოზარდებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა, კუშინგის სინდრომი, ჰირსუტიზმი (ქალებში მამაკაცური ტიპის ჭარბთმიანობა), ნახშირწყლებისადმი დაქვეითებული ტოლერანტობა, ინსულინის და ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებებისადმი მოთხოვნის მომატება, ნაადრევი ოსიფიკაცია. მეტაბოლიზმის და ალიმენტაციის დარღვევა: სხეულის მასის მომატება, აზოტის და კალიუმის უარყოფითი ბალანსი, მადის მომატება, ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალემიური ალკალოზი. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: იმუნიტეტის დაქვეითება და ინფექციების მიმდინარეობის გამწვავება, მათი კლინიკური სიმპტომების დათრგუნვით, მკურნალობისადმი მდგრადი ინფექციები, არააქტიური ტუბერკულოზის რეციდივები, ვაქცინებზე და კანის ტესტებზე დაქვეითებული პასუხი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, ალერგიული დერმატიტის, ჭინჭრის ციება, ვაზომოტორული შეშუპება. დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ოსტეოპოროზი, ხერხემლის მალების და ლულოვანი ძვლების მოტეხილობები, ძვლების ნეკროზი, მყესების გაგლეჯა, კუნთების სისუსტე. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: კრუნჩხვები, ეპილეფსიის გამწვავება, ქალას შიდა წნევის მომატება და მოგრძო ტვინის შეშუპება (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ფსიქიკური დარღვევები: აფექტური დარღვევები (გაღიზიანებადობა, ეიფორია, დეპრესია და ხასიათის ლაბილურობა, სუიციდალური აზრები), ფსიქიური რეაქციები (მანია, ჰალუცინაცია, ბოდვა, შიზოფრენიის გამწვავება), ქცევითი დარღვევები, ნევროზულობა, შფოთვა, ძილის დარღვევა, კონგიტიური ფუნქციის დარღვევა (დეზორიენტაცია, ამნეზია). დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ: უკანა კაფსულისქვეშა კატარაქტა, მომატებული თვალის შიდა წნევა, გლაუკომა, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, ეკზოფთალმი, რქოვანას და სკლერის განლევა, თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებების გამწვავება. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, კუჭის პეპტიური წყლული პერფორაციის და სისხლდენის საშიშროებით, მწვავე პანკრეატიტი, სოკოვანი ინფექციები, წყლულოვანი ეზოფაგიტი, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება. დარღვევები კანის საფარის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ჭრილობის შეხორცების შენელება, ექხიმოზები, კანის განლევა, პეტექიები და ჰემორაგიები, ერითემა, სტრიები, ფერიმჭამელები, ოფლისდენის გაძლიერება. ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე: ლეიკოციტოზი (სისხლში ლეიკოციტების შემცველობის მომატება), სლოკინი, ცუდი თვითგრძნობა. ცვლილებები გულის მხრივ: თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ გულის კუნთის გაგლეჯა, არტერიული ჰიპერტენზია. ზოგიერთ პირს, სამკურნალო საშუალებისს პაბი-დექსამეტაზონის მიღების დროს შეიძლება განუვითარდეს სხვა არასასურველი მოვლენები. სხვა არასასურველი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის აქ ჩამოთვლილი, აუცილებელია აცნობოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter