იცით პაკლიტაქსელი ტევას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პაკლიტაქსელი ტევას გვერდითი მოვლენებია: 4.8. გვერდითი მოვლენები:  სხვა შემთხვევების გარდა, ქვემოთ მოყვანილი სიმპტომები გამოვლინდა მყარი სიმსივნის მქონე 812 პაციენტზე ჩატარებული კლინიკური კვლევებიდან, სადაც პაკლიტაქსელი გამოიყენებოდა მონოთერაპიის სახით. რადგან კაპოშის სარკომით დაავადებულნი წარმოადგენენ ცალკე პოპულაციას, შესაბამისად 107 პაციენტზე ჩატარებული კლინიკური კვლევების მონაცემები წარმოდგენილია აღნიშნული ნაწილის ბოლოს, სპეციალური ნაწილის სახით. თუ არ არის სხვა მხრივ ცნობილი, არასასურველი გვერდითი ეფექტების სიმწვავე და სიხშირე დაახლოებით ერთნაირია იმ პაციენტებში, რომლებიც პაკლიტაქსელს იღებენ საკვერცხის კარცინომის, მკერდის კარცინომის და არა-წვრილუჯრედოვანი ფილტვის სიმსივნის გამო. არცერთ გვერდით ეფექტზე ასაკი არ ავლენდა აშკარა გავლენას. ყველაზე ხშირი და მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტია ძვლის ტვინის სუპრესია. ძლიერი ნეიტროპენია (< 500 უჯრედი/მმ³) გამოვლინდა პაციენტთა 28%-ში, თუმცა ეს არ იყო დაკავშირებული ცხელების ეპიზოდებთან. პაციენტთა მხოლოდ 1%-ს გამოუვლინდა მძიმე სახის ნეიტროპენია ≥7 დღის განმავლობაში. თრომბოციტოპენია გამოვლინდა პაციენტთა 11%-ში. კვლევის განმავლობაში პაციენტთა 3%-ს სულ მცირე ერთჯერ მაინც აღენიშნებოდა თრომბოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი დაკლება < 50,000/მმ³. ანემია გამოვლინდა პაციენტთა 64%-ში, თუმცა მძიმე ხარისხით (ჰემოგლობინი < 5 მმოლ/ლ) გამოვლინდა პაციენტთა მხოლოდ 6%-ში. ანემიის სიხშირე და სიმწვავე დამოკიდებულია ჰემოგლობინის საწყის სტატუსზე. ნეიროტოქსიკურობა, ძირითადად კი პარიფერიული ნეიროპათია უფრო ხშირი და მძიმე იყო, როდესაც პაკლიტაქსელისა და ცისპლატინის კომბინირებული მკურნალობისას შეჰყავდათ 175 მგ/მ² დოზა 3-საათიანი ინფუზიის სახით (85% ნეიროტოქსიკურობა, 15% – მძიმე ხარისხის), ვიდრე 135 მგ/მ² დოზა 24 საათიანი ინფუზიის სახით (25% პერიფერიული ნეიროპათია, 3% იყო მძიმე ხარისხის). როდესაც არა-წვრილუჯრედოვანი ფილტვის სიმსივნის და საკვერცხის სიმსივნის მქონე პაციენტებში შეჰყავდათ ჯერ პაკლიტაქსელი 3 საათიანი ინფუზიის სახით, ხოლო შემდეგ ცისპლატინი, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა მძიმე ხარისხის ნეიროტოქსიკური მოვლენები. პერიფერიული ნეიროპათია შესაძლებელია განვითარდეს პირველი კურსის ჩატარების შემდეგ და შესაძლებელია გაუარესდეს პაკლიტაქსელის მკურნალობის გაგრძელებასთან ერთად. რამდენიმე შემთხვევაში პერიფერიული ნეიროპათია გახდა პაკლიტაქსელის მკურნალობის შეწყვეტის მიზეზი. სენსორული სიმპტომები ჩვეულებრივ უმჯობესდება ან ქრება პაკლიტაქსელის მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter