იცით პაკლიტაქსელი-ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პაკლიტაქსელი-ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტების სიხშირე და გამოხატულება დოზადამოკიდებულია. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ანემია. ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნაქციის  დათრგუნვა, ძირითადად გრანულოციტური შტოს, წარმოადგენდა მთავარ ტოქსიკურ ეფექტებს, რის შედეგადაც საჭირო ხდება პრეაპრატის დოზის შეზღუდვა. ნეიტროფილების დონის მაქსიმალური შემცირება, როგორც წესი შეინიშნება მე-8-11 დღეებში, ნორმალიზაცია დგება პრეპარატის შეყვანიდან 22-ე დღეს. ალერგიული რეაქციები: პაკლიტაქსელის შეყვანიდან პირველი საათის განმავლობაში, შესაძლებელია ბრონქოსპაზმი, არტერიული წნევის შემცირება, გულმკერდის ტკივილი, სახის სიწითლე, კანზე გამონაყარი, გენერალიზებული ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. შეინიშნეოდა შემცივნების და წელის ტკივილის ერთეული შემთხვევები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის შემცირება; იშვიათად – არტერიული წნევის მომატება, ბრადიკარდია, შესაძლოა ტაქიკარდია, AV-ბლოკადა, ეკგ ცვლილებები, სისხლძარღვების თრომბოზი, თრომბოფლებიტი. სასუნთქი სისტემის მხრივ: ინტერსტიციული პნევმონია, ფილტვების ფიბროზი, ფილტვის არტერიის ემბოლია; სხივურ თერაპიასთან ერთდორული მიღება – სხივური პნევმონიტის განვითარების ალბათობა. ცნს და პერფიფერული ნერვული სისტემის მხრივ: პარესთეზიები; იშვიათად – grand mal-ის ტიპის კრუნჩხვების შეტევები, მხედველობის დარღვევები, ატაქსია, ენცეფალოპათია, ავტონომიური ნეიროპათია (ნაწლავის პარალიზური გაუვალობის და ორთოსტატიული ჰიპოტენზიის განვითარებით). ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრალგია, მიალგია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუკოზიტები, ანორექსია, ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამიაზების აქტივობის, ტუტე ფოსფატაზას და ბილირუბინის დონის მომატება სისხლის შრატში; არსებობს მწვავე ნაწლავური გაუვალობის, ნაწლავის პერფორაციის, ჯორჯლის არტერიის თრომბოზის, იშემიური კოლიტის ერთეული შემთხვევები, აღწერილია ჰეპატონეკროზის და ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარების შემთხვევები. ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი, შეშუპება, ერითემა, კანის ინდურაცია და პიგმენტაცია; ექსტრავაზაციის დროს – კანქვეშა ქსოვილის ანთება და ნეკროზი. დერმატოლოგიური რეაქციები: ალოპეცია; იშვიათად – პიგმენტაციის დარღვევა ან ფრჩხილის  გაუფერულება. ზოგადი: ასთენია, გუნება-განწყობის ცვალებადობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter