იცით პალინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პალინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები: უმეტეს წილად სუსტია და გარდამავალია, როგორც წესი არ მოითხოვებენ პრეპარატის მიღების შეწყვეტას. უფრო გავრცელებულია ღებინება, გულისრევა, დიარეა, გასტრალგია. როგორც სხვა ანტიმიკრობული საშუალებების მიღებისას, მკურნალობის დროს შესაძლებელია რეზისტენტულობის და სუპერინფექციის გამოჩენა. იშვიათად ვითარდება ფსედომემბრანული კოლიტი მწვავე დიარეით. ძალიან იშვიათად ფიქსირდება პრეპარატის არასასურველი ეფექტები ნერვული სისტემის მხრიდან. ზოგჯერ აღენიშნებოდა მხედველობის ჩამოქვეითება, თავის ტკივილი, აღზნებულობა, დეპრესია, ცნობიერების მოშლა, გალუცინაციები, ტრემორი, კრუნჩხვები. ძალიან იშვიათია ძლიერი კონვულსიური კრუნჩხვები. შესაძლებელია ძილისა და სენსორული აშლილობები. ბავშვებში აღნიშნული პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არ არის. როგორც სხვა ქინოლონები, პიპემიდინის მჟავა კუმულირდება ხრტილებში. განსაკუთრებით  მოიხსენება კუნთური ჰიპერტონუსი ახალშობილებში და ბავშვებში. შესაძლებელია ალერგიული რეაქციების წარმოშობა – კანის სუსტი ქავილი, კანზე გამონაყარი, სტივენსი-ჯონსონის სინდრომი, ფოტოსენსიბილიზაცია. კანის რეაქციები შექცევადია. აგრეთვე არსებობს  ანაფილაქტიკური რეაქციების განვითარების  შესახებ ცალკეული შეტყობინებები. გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰემოლიზური ანემია. აგრეთვე არსებობს ეოზინოფილინის განვითარების შესახებ ცალკეული შეტყობინებები. ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმლების ფუნქციების დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს თრომბოციტოპენია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter