იცით პამიტექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პამიტექსის გვერდითი მოვლენებია:  ▪ მსუბუქია და ტრანზიტორული. ასიმპტომური ჰიპოკალცემია და ტემპერატურის მომატება (1-2 გრადუსით) ინფუზიიდან 24-48 საათის განმავლობაში. ცხელება გაივლის თავისით და არ საჭიროებს მკურნალობას. სიმპტომური ჰიპოკალცემია იშვიათია. ▪ ზოგადად ორგანიზმის მხრივ: ხშირია: ტემპერატურის მომატება და გრიპისმაგვარი სიმპტომები – მოთენთილობა, შემცივნება, სისუსტე, წამოხურების შეგრძნება. ▪ ადგილობრივი რეაქციები ინფუზიის ადგილზე: ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ფლებიტი, თრომბოფლებიტი. ▪ ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ტრანზიტორული ტკივილი ძვლებში, ართრალგია, მიალგია, გენერალიზებული ტკივილი. ▪ იშვიათად: კუნთების სპაზმი. ▪ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება. ▪ იშვიათად: ანორექსია, აბდომინალური ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, დისპეფსია. ▪ ცალკეულ შემთხვევებში: გასტრიტი. ▪ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი. ▪ იშვიათად: სიმპტომური ჰიპოკალემია (პარესთეზია, ტეტანია) აგზნება ორიენტაციის დარღვევა, თავბრუსხვევა, ინსომნია, სომნოლენცია, ლეთარგია. ▪ ცალკეულ შემთხვევებში: კრუნჩხვა, მხედველობითი ჰალუცინაციები. ▪ ჰემატოლოგიური სურათის მხრივ: ლიმფოციტოპენია. ▪ იშვიათად: ანემია, ლეიკოპენია. ▪ ცალკეულ შემთხვევებში: თრომბოციტოპენია. ▪ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად: ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია. ▪ შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: ცალკეული შემთხვევებში ჰემატურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა. ▪ კანის მხრივ: იშვიათად გამონაყარი, ქავილი. ▪ მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: კონიუნქტივიტი, უვეიტი (ირიტი, ირიდოციკლიტი), სკლერიტი, ეპისკლერიტი, ქსანტოფსია. ▪ სხვა გვერდითი მოვლენები:  ცალკეულ შემთხვევებში ჰერპეს სიმპლექსის და ჰერპეს ზოსტერის გააქტივება. იშვიათად ალერგიული რეაქციები ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით, ბრონქოსპაზმი/დისპნოე, კვინკეს (ანგიონევროზული) შეშუპება. ძალიან იშვიათად ანაფილაქსიური შოკი. ▪ ბიოქიმიური ცვლილებები: ხშირია ჰიპოკალცემია, ჰიპოფოსფატემია. იშვიათად – ჰიპომაგნემია, ჰიპერკალემია, ჰიპოკალემია, ჰიპერნატრემია. ▪ ცალკეულ შემთხვევებში: ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები, სისხლის შრატში კრეატინინის და შარდოვანას მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter