იცით პანზინორმი ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანზინორმი ფორტეს გვერდითი მოვლენებია: ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პანზინორმი ფორტე 20 000 ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რექციები. იშვიათი გვერდითი რეაქციები (10 000 პაციენტიდან 1-10) მოიცავს გულისრევას, ღებინებას, აბდომინალურ ტკივილს, რბილ განავალს, ან შეკრულობას, კანის პერიორალურ, ან პერიანალურ გაღიზიანებას. მოცემული რეაქციები ვლინდება პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას. როგორც წესი, მათ აქვთ მსუბუქი ხასიათი და მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებენ. პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას, ასევე შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია. ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) მოიცავს ალერგიულ რეაქციებს და ფიბროზულ კოლონოპათიას. გამონაყარის, ქავილის, სუნთქვის გაძნელების, მუცლის შებერილობის, აბდომინალური ტკივილის, ან ნაწლავური სპაზმების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სპეციალისტთან მიმართვა. აღწერილი გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღწერილი დანართ ფურცელში, გთხოვთ აცნობეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter