იცით პანტო-დენკი 40-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანტო-დენკი 40-ის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად პანტო-დენკ 40-მაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ქვემოთ მითითებულ ცხრილში მოცემულია გვერდითი ეფექტების სიხშირე  ჩასასმელია ცხრილი  მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები ან სიმპტომები, რასაც პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს და ამ დროს მისაღები ზომები: პანტო-დენკ 40-ით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და კონსულტაციისთვის მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი გვერდითი ეფექტები:- სახის, ენის და ხახის შეშუპება; – ყლაპვის გაძნელება; – კანის რეაქციები ბუშტუკებით ან წყლულებით, ჭინჭრის ციება; – ქოშინი; – თავბრუსხვევა, აჩქარებულ გულისცემასთან და ოფლიანობასთან ერთად.  სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები ხშირი გვერდითი ეფექტები – თავის ტკივილი; – ჩივილები მუცლის ზედა ნაწილის მხრივ, ფაღარათი, ყაბზობა, აირების დაგროვება;  არახშირი გვერდითი ეფექტები – თავბრუსხვევა და პრობლემები თვალის მხრივ, მაგალითად მხედველობის დაბინდვა; – გულისრევა და ღებინება; – ალერგიული რეაქციები, მაგალითად ქავილი და გამონაყარი; –              მოტეხილობები (ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის)  იშვიათი გვერდითი ეფექტები – პირის სიმშრალე; – სახსრების ტკივილი; – დეპრესია, ჰალუცინაცია, ორიენტაციის დარღვევა და გონების დაბინდვა, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში ან თუ მსგავსი სიმპტომები უკვე არსებობს, მათი გაუარესება;  ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები – ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (შესაბამისად ინფექციების რისკის გაზრდა), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (შესაბამისად სილურჯეების და სისხლდენის რისკის გაზრდა); – თირკმელების ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი); – კანის და ლორწოვანი გარსის აჭრელება და შეშუპება (ანგიოედემა), კანის და ლორწოვანი გარსის მძიმე რეაქციები ბუშტუკების გაჩენით (სტივენ-ჯონსონის სინდრომი, პოლიმორფული ერითემა), ლაიელის სინდრომი (აქერცლილი კანის სინდრომი), მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ (ფოტოსენსიტიურობა); – კუნთების ტკივილი; – ხელის და ფეხის ქვედა ნაწილების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება); – სხეულის მომატებული ტემპერატურა; – ჰიპერნატრემია ხანდაზმულ პაციენტებში; – მძიმე ალერგიული რეაქციები ადგილობრივი სიმპტომების თანხლებით, მაგალითად პულსის აჩქარება, უეცარი გაოფლიანება და მნიშვნელოვნად შემცირებული არტერიული წნევა; – ღვიძლის უჯრედების მძიმე დაზიანება და შემდგომი სიყვითლე ღვიძლის უკმარისობით ან მის გარეშე; – ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლის ლიპიდების დონის გაზრდა; – გინეკომასტია;  უცნობი სიხშირით: – სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე (ჰიპომაგნეზიემია); – ძალიან იშვიათად ლეციტინში შემავალმა სოიოს მარცვლებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაცია.  თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული ან გამოვლინდება რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter