იცით პარამოლან C-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პარამოლან C-ის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: რეკომენდებულ დოზებში პარაცეტამოლი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. თუმცა ხანდახან შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ურტიკარია, ქავილი და შეშუპება. ეს ალერგიული რეაქციები უფრო ხშირად ვითარდება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგია სალიცილატების მიმართ. ალერგიული რეაქციების შემთხვევაში მკურნალობა უნდა მოიხსნას. მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებასთან დაკავშირებული სისხლის დარღვევები ვითარდება იშვიათად.  სხვა არასასურველი ეფექტები შემდეგია: გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი.  გაძნელებული ან მტკივნეული შარდვა, შარდის მოცლობის შემცირება, შარდში სისხლის კვალი;  ცხელება, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება), სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა. აგრეთვე აღწერილია ლაიელის სინდრომის და სტივენს-ჯონსონის სინდრომის შემთხვევები.  პრეპარატში მანიტოლის შემცველობა შეიძლება იწვევდეს მსუბუქ საფაღარათო ეფექტს.  თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შეიძლება ეს მოიცავდეს იმ ეფექტებსაც, რომლებიც ამ ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter