იცით პარა-დენკი 500-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პარა-დენკი 500-ის გვერდითი მოვლენებია: პარა-დენკ 500მგ –ის მიღების შედეგად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები: ს სიხშირის განსასაზღვრად მოყვანილია შემდეგი ცხრილი: ძალიან ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1; ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1; არახშირი: უფრო მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში ერთი; იშვიათი: მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში; ძალიან იშვიათი: 1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით. იშვიათ შემთხვევებში შეიმჩნევა ზოგიერთი ღვიძლის ფერმენტის (შრატის ტრანსამინაზები) მომატება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ალერგიული რეაქციები უბრალო გამონაყარის ან ჭინჭრის ციების სახით, რომელიც შეიძლება გადავიდეს შოკში. ამ შემთხვევაში საჭიროა დახმარებისთვის მიმართოთ ექიმს. სხვა იშვიათი გამოვლინებები: ასთმისადმი მიდრეკილ ადამიანებში ასთმისმაგვარი ბრონქიალური სპაზმის განვითარება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში: თრომბიციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი). გთხოვთ მიმართოთ ექიმს, როდესაც გამოვლინდება ისეთი მოვლენები, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული ან მოხდება აქ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გამწვავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter