იცით პაქსიფორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პაქსიფორის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: ისევე, როგორც სხვა წამლებმა, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა ეს ყველასთან არ ვლინდება. ზოგადი გვერდითი მოვლენები: (შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს 10-დან 1 ადამიანზე): არაკონტროლირებადი კრუნჩხვითი მოძრაობები, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტის შეგრძნება მუცელში, კუჭის შეკრულობა, ჰიპერსალივაცია, თავბრუსხვევა, შფოთვები ძილში, მოუსვენრობა, მღელვარების შეგრძნება, ძილიანობა, ბუნდოვანი მხედველობა. უჩვეულო გვერდითი მოვლენები: (შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს 100-დან 1 ადამიანზე): ზოგ ადამიანთან შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას, ან შეიძლება აღენიშნებოდეს აჩქარებული გულისცემა ან მხედველობის გაორება. ზოგმა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს დეპრესია. შემდეგი გვერდითი მოვლენები: ს შესახებ მოხსენებული იქნა PAXIFOR-ის გაყიდვების დაწყებიდან, მაგრამ მათი გამოვლინების სიხშირე არ არის დადგენილი. (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან სიხშირე ვერ დგინდება): სისხლის ზოგიერთი უჯრედების დონეების ცვლილება, უჩვეულო გულისცემა, უეცარი მოულოდნელი სიკვდილი, გულის შეტევა; ალერგიული რეაქცია (მაგ. პირის, ენის, სახისა და ყელის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი), სისხლში შაქრის დონის მომატება, დიაბეტის გაჩენა ან გაუარესება, კეტოაციდოზი (კეტონები სისხლსა და შარდში) ან კომა, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, წონის მომატება, წონის დაკლება, ანორექსია, ნერვოზი, გაღიზიანება, შფოთვის შეგრძნება, მაღალი რისკის არსებობა, ფიქრები სუიციდის შესახებ, სუიციდის მცდელობა და სუიციდი, აგრესია, მეტყველების დარღვევა, სეროტონინის სინდრომი (რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი ბედნიერების, ძილიანობის, მოუსვენრობის, სიმთვრალის მაგვარი მდგომარეობის, სიცხის, ოფლდენის ან კუნთების რიგიდულობის შეგრძნება), სიცხის, კუნთების რიგიდულობის, გახშირებული სუნთქვის, ოფლდენის, დაქვეითებული  ცნობიერების და სისხლის წნევის უცაბედი ცვლილების, ასევე გულისცემის სიხშირის ცვლილების კომბინაცია. სისუსტე, მაღალი არტერიული წნევა, თრომბები ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში (სიმპტომები მოიცავს შესიებას, ტკივილს და სიწითლეს ფეხებში), რომელიც შეიძლება სისხლძარღვების მეშვეობით გადავიდეს ფილტვში და ამით გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში, ასევე სუნთქვის გაძნელება (თუ შეამჩნევთ ნებისმიერ ზემოთ აღნიშნულ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს); კუნთების სპაზმი საყლაპავი მილის გარშემო, საკვების შემთხვევითი ასპირაცია პნევმონიის რისკით, ყლაპვის გაძნელება, პანკრეასის ანთება, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება, კანისა და თვალების სკლერების გაყვითლება, ანალიზისას ღვიძლის პათოლოგიური მაჩვენებლების გამოვლენა; დისკომფორტის შეგრძნება მუცელსა და კუჭში, დიარეა; გამონაყარი კანზე და მგრძნობელობა სინათლის მიმართ, თმების ცვენა ან გათხელება, ჭარბი ოფლიანობა; შებოჭილობა ან კრუნჩხვა, კუნთების ტკივილი, სისუსტე; უნებლიე შარდვა, შარდვის გაძნელება; ხანგრძლივი და/ან მტკივნეული ერექცია; თერმორეგულაციის პრობლემები ან სხეულის გადახურება, ტკივილი გულმკერდის არეში და ხელების, კოჭების ან ფეხების შეშუპება. დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში არიპიპრაზოლის გამოყენების დროს მოხსენებული იქნა ფატალური შემთხვევების შესახებ. გარდა ამისა, მოხსენებული იქნა ინსულტის ან “მინი” ინსულტის შემთხვევების შესახებ. დამატებითი გვერდითი მოვლენები: მოზარდებში 15 წლისა და მეტი ასაკის მქონე მოზარდებთან გამოვლინდა ის გვერდითი მოვლენები: , რომლებიც სიხშირისა და ტიპის მიხედვით მსგავსი იყო მოზრდილებთან გამოვლენილი ეფექტებისა, გარდა ამისა, ხშირად ვლინდებოდა ძილიანობა, უნებლიე კრუნჩხვითი მოძრაობები, მოუსვენრობა და დაღლილობა (10-დან 1 პაციენტზე მეტად) და ტკივილი მუცლის ზემო მიდამოში, პირის ღრუს სიმშრალე, გულისცემის გახშირება, წონის მომატება, მადის მომატება, კრუნჩვები კუნთებში, კიდურების უნებლიე მოძრაობები და თავბრუსხვევის  შეგრძნება, განსაკუთრებით, მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან ადგომისას (100-დან 1 პაციენტზე მეტად).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter