იცით პერიტოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პერიტოლის გვერდითი მოვლენებია:  პერიტოლის მიღების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა: ყველაზე ხშირად აღინიშნება ძილიანობა. საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ ეს მოვლენები არ გაივლის 3-4 დღეში. ♦ სედატიური მოქმედება, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, გაბრუება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დარღვევა (ატაქსია), მხედველობის აკომოდაციის დარღვევა (მიდრიაზი), მხედველობის გაორება (დიპლოპია), მხედველობითი ჰალუცინაციები, მოუსვენრობა, ტრემორი, მომატებული გაღიზიანებადობა, უძილობა, ხელებში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), ნერვული გამტარებლობის ანთება, თავის ტკივილი, სისუსტე. შესაძლებელია კანის ზოგადი სიწითლე, გამონაყარი კანზე და ფოტომგრძნობელობის მომატება. ♦ გვრედითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სისტემასთან: ანემია, სისხლის უჯრედოვანი ელემენტების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რიცხვის შემცირება. შეიძლება მოხდნს ცალკეული ფორმიანი ელემენტების რიცხვითი თანაფარდობის შეცვლა (მაგალითად, აგრანულოციტოზი), რასაც თან ახლავს ყელის ტკივილი და ლორწოვანი გარსების დაზიანება. ♦ შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემის გახშირება ან გაძლიერება და/ან ექსტრასისტოლია. ♦ ბრონქული სეკრეტის შესქელება, სუნთქვის გაძნელება (დისპნოე), ცხვირის გასავლების დახშობა. ♦ შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, კუჭის არეში. არასასიამოვნო შეგრძნება, ყაბზობა ან ფაღარათი, ნაღვლის დინების დარღვევა, ღვიძლის ანთება ან კანის და თვალების სკლერის გაყვითლება. ♦ შეიძლება განვითარდეს მოშარდვის ხშირი სურვილი, შარდის ბუშტის გაძნელებული დაცლა, შარდის შეკავება. ♦ პრეპარატ პერიტოლის მიღების დროს პაციენტები ხშირად იმატებენ წონაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter