იცით პიგასპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პიგასპინის გვერდითი მოვლენებია: კლოპიდოგრელი კლოპიდოგრელის უსაფრთხოება შესწავლილი იქნა 42000-ზე მეტ პაციენტში, მათ შორის 9000 პაციენტი მკურნალობდა 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ძირითად გვერდით მოვლენებს წარმოადგენდა სისლხდენა (როგორც მთავარი, ასევე უმნიშვნელო), გრიპისმსგავსი სიმპტომები, შეშუპება, ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, ბრონქიტი, ხველა და დისპნოე. სხვა სახის პოტენციური მნიშვნელობის გვერდითი მოვლენები: , რომლებიც ვითარდებოდა პაციენტების 1%-2.5% კლოპიდოგრელის მიღებისას (კლოპიდოგრელის ბისულფატი) კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, ჩამოთვლილია ქვემოთ კლოპიდოგრელთან მათი კავშირის მიუხედავად. ავტოიმუნური ნერვული სისტემის მხრივ: სინკოპე, პალპიტაციები. ზოგადად: ასთენია, ცხელება, თიაქარი. გულსისხლძარღვთა მხრივ: გულის უკმარისობა. ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის მხრივ: ფეხების სპაზმი, ჰიპოასთენია, ნევრალგია, პარესთეზია, ვერტიგო. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ყაბზობა, ღებინება. გულის ცემის და რითმის მხრივ: ატრიალური ფიბრილაცია. ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ღვიძლის ფერმენტების მომატება. მეტაბოლიზმის და კვების მხრივ: პოდაგრა, ჰიპერურიკემია, არაცილოვანი აზოტის მომატება. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრიტი, ართროზი, თრომბოციტების, სისხლდენის და თრომბების მხრივ: კუჭ-ნაწლავის ჰემორაგია, ჰემატომა, შემცირებული თრომბოციტების რაოდენობა, ფსიქიატრიული დარღვევები: შფოთვა, უძილობა. სისხლის წითელი უჯრედების მხრივ: ანემია. სასუნთქი გზების მხრივ: პნევმონია, სინუსიტი. კანის და მისი დანამატების მხრივ: ეგზემა, კანის დაწყლულება. საშარდე გზების მხრივ: ცისტიტი, მხედველობის დარღვევები: კატარაქტა, კონიუნქტივიტი. პოსტმარკეტინგული გამოცდილება შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები: ს შეტყობინება მოხდა სპონტანურად: პოსტმარკეტინგული გამოცდილება: ზოგადად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციები, შრატის გასქელება ცენტარლური და პერიფერული ნერვული სისტემის მხრივ: დაბნეულობა, ჰალუცინაციები, გემოს დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი (არაინფექციური), ღვიძლის მწვავე უკმარისობა თრომბოციტების, სისხლდენის და თრომბის მხრივ: სისხლდენის შემთხვევები ფატალური გამოსავალით (განსაკუთრებით ქალაშიდა, კუჭ-ნაწლავის და რეტროპერიტონეალური ჰემორაგია). თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP) – ზოგჯერ ფატალური. აგრანულოციტოზი/აპლაზური  ანემია/პანციტოპენია, კონიუნქტივალური, თვალის და ბადურას სისხლდენა. სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ: ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციული პნევმონიტი. კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ანგიოედემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, წითელი ბრტყელი ლიქენი თირკმლის და საშარდე გზების მხრივ: გლუმერულოპათია, კრეატინინის დონეების მომატება ვასკულარული დარღვევები: ვასკულიტი, ჰიპოტენზია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კოლიტი (წყლულოვანი ან ლიმფოციტური კოლიტის ჩათვლით), პანკრეატიტი, სტომატიტი ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილების და ძვლების მხრივ: მიალგია. ასპირინი: ოტორინოლარინგოლოგიური: თავბრუსხვევა, ტინიტუსი კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, დისპეფსია, გულძმარვა, სისხლდენა სისხლმბადი სისტემა: სისხლდენის გაზრდილი დრო, ანემია, რკინის მცირე კონცენტრაცია. სხვადასხვა: ჰიპერმგძნობელობის რეაქციები შესაძლოა მოიცავდეს ჭინჭრის ციებას, გამონაყარს, ანგიოედემას და ანაფილაქტოიდურ შოკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter