იცით პრესტარიუმი კომბის რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრესტარიუმი კომბის გვერდითი მოვლენებია: პრესტარიუმი კომბი არგინინის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები:  წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოკალიემია ავადმყოფთა 2%-ში. პერინდოპრილი არგინინის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები:  ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია თავის ტკივილი, ასთენია, თავბრუსხვევა, გუნება-განწყობის ცვლილებები და/ან ძილის დარღვევა, კრუნჩხვები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის – ორთოსტატიკური). სასუნთქი სისტემების მხრივ: შესაძლებელია მშრალი ხველა. ხველით შეტევებს აქვთ პერსისტენტული ხასიათი, მაგრამ სწრაფად ქრება პრეპარატის მოხსნისთანავე. ამ სიმპტომის გამოჩენა მიუთითებს პრეპარატის არასასურველ მოქმედებაზე. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, ანორექსია, გულისრევის შეგრძნება, გემოს დარღვევა. დერმატოლოგიური რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე. ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში ანგიონევროზული შეშუპება. თირკმელის მხრივ: შესაძლებელია შარდოვანას და კრეატინის შემცველების უმნიშვნელო გაზრდა სისხლის პლაზმაში (შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ). ეს ეფექტი შედარებით გამოხატულია თირკმლის არტერიის სტენოზის, არტერიული ჰიპერტენზიის დიურეტიკებით მკურნალობისას და თირკმლის უკმარისობის დროს. აგფ ინჰიბიტორების გამოყენებამ პაციენტებში გორგლისებური ნეფროპათიით შესაძლებელია განაპირობოს პროტეინურიის განვითარება. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტაციით, ჰემოდიალიზის შემდეგ აგფ ინჰიბიტორების მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ანემია. ინდაპამიდის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები:  გვერდითი მოვლენები, ძირითადად, დოზადამოკიდებული ხასიათისაა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევის შეგრძნება, შეკრულობა, პირის სიმშრალე (ჩვეულებრივ ქრება დოზის შემცირების შემდეგ). ცალკეულ შემთხვევებში – ჰეპატიტი. თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია თირკმლის ენცეფალოპათიის განვითარება. ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად თავბრუსხვევა, ასთენია, პარესთეზია, თავის ტკივილი (ჩვეულებრივ ქრება დოზის შემცირების შემდეგ). დერმატოლოგიური რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ჰემორაგიული ვასკულიტი, წითელი მგლურას გამწვავება. ალერგიული რეაქციები: წინასწარ განწყობილ პაციენტებში – გამოვლინებები კანზე. წყალ -ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოკალემია (განსაკუთრებით რისკის ჯგუფის პაციენტებში), ნატრიუმის დონის შემცირება, რასაც თან ახლავს ჰიპოკალიემია, ორგანიზმის დეჰიდრატაცია და ორთოსტატიკური არტერიული ჰიპერტენზია. ქლორის იონების ერთდროულმა დაკარგვამ შესაძლებელია გამოიწვიოს კომპენსატორული მეტაბოლური ალკალოზი. ალკალოზის წარმოქმნის სიხშირე და მისი გამოხატულება უმნიშვნელოა. იშვიათად – კალციუმის დონის მატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter