იცით პრიმაკორტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრიმაკორტის გვერდითი მოვლენებია: წყალ–ელექტრონული ბალანსის დარღვევა: ნატრიუმის და სითხის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალემია, არტერიული წნევის მომატება, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა. ძვალ–სახსროვანი სისტემა: კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია, ოსტეოპოროზი, ხელხემლის კომპრესიული მოტეხილობა, ბარძაყის და მხრის ძვლების თავების ასეპტიკური ნეკროზი. კუჭ–ნაწლავის დარღვევები: სტეროიდული წყლული შესაძო პერფორაციით და სისხლდენით, გულისრევა, პანკრეატიტი, ეზოფაგიტი, ნაწლავის პერფორაცია. დერმატოლოგიური დარღვევები: კანის სტრიების ატროფია, ჭრილობის შეხორცების შენელება, ერითემა, ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. ნევროლოგიური გამოვლინება: ქალასშიდა წნევის მომატება, თავის ტკივილი, გულყრა. ენდოკრინული დარღვევები: კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის და ფიპოთალამო–ჰიპოფიზის მეორადი უკმარისობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter