იცით პროგასტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროგასტის გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი მოვლენების წარმოშობის სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე); არცთუ ხშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე);  იშვიათად ((≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობი სიხშირით (შეუძლებელია შეფასდეს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით) სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ: არცთუ ხშირად: თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია; იშვიათად: ანემია; ძალიან იშვიათად: აგრანულოციტოზი, პანციტოპენია; ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: უცნობი სიხშირით: ჰიპომაგნიემია; ფსიქიკის მხრივ: არცთუ ხშირად: დეპრესია; იშვიათად: უძილობა, ჰალუცინაცია, აზროვნების არევა; ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; იშვიათად: მოუსვენრობა, პარესთეზია, ძილიანობა, ტრემორი; მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად: მხდველობის დარღვევა; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ; ხშირად: გულისრევა, დიარეა, ტკივილი კუჭის არეში, ყაბზობა, ღებინება, მეტეორიზმი, პირის ან ყელის სიმშრალე; იშვიათად: გლოსიტი, საყლაპავის კანდიდოზი, პანკრეატიტი, გემოვნების დარღვევა; ძალიან იშვიათად: კოლიტი, სტომატიტი; ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ხშირად: ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების აქტივობის ზრდა; იშვიათად: ჰეპატიტი, სიყვითლე; კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირად: ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი; იშვიათად: პეტექია, პურპურა, მრავალფორმული ერითემა, ფოტოსენსიბილიზაცია; ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არცთუ ხშირად: ართრალგია, მიალგია; თირკმლისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად: ინტერსტიციული ნეფრიტი; რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: იშვიათად: გინეკომასტია; ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები: ხშირად: სისუსტე; არცთუ ხშირად: შეშუპება; იშვიათად: ჰიპერთერმია, ჰიპერჰიდროზი, ანორექსია, იმპოტენცია, ანგიოედემა; ძალიან იშვიათად: ანაფილაქსიური შოკი; კვლევები: ძალიან იშვიათად: ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მომატება, ჰიპონატრიემია; ცნობები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ: მას შემდეგ, რაც პრეპარატი დარეგისტრირდება, ცნობებს საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ, დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა განხორციელებულ იქნას სამკურნალო საშუალების გამოყენების სარგებელი/რისკის შეფარდების ხანგრძლივი კონტროლი. არასასურველი  ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter