იცით პროპანორმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროპანორმის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, მწარე გემო და დაბუჟების შეგრძნება პირის ღრუში, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, ანორექსია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია ბრადიკარდიის განვითარება, სინოატრიული, ატრიოვენტრიკულური და ინტრავენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა. პრეპარატის მაღალ დოზებში მიღებისას ვითარდება ორთოსტატული ჰიპოტენზია. ნერვული სისტემის და გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, ექსტრაპირამიდული დარღვევები. იშვიათად აღინიშნება კანზე გამონაყარი, ღვიძლის  ფუნქციის დაქვეითება, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ოლიგოსპერმია, არითმოგენული ეფექტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter