იცით პროტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროტონის გვერდითი მოვლენებია: რა არასასურველი ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს პროტონი 20მგ-მ? ორალურად მიღებული ომეპრაზოლი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. არასასურველი ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქი და შექცევადია.  აღწერილი გვერდითი ეფექტები მოიცავს შემდეგს: გასტროინტესტინური დარღვევები: ხშირი (10-1%): დიარეა, ყაბზობა, შებერილობა (შესაძლოა მუცლის ტკივილით), გულსირევა და ღებინება. ამ შემთხვევების უმრავლესობისას სიმპტომები უმჯობესდება და თერაპია გრძელდება.  იშვიათი (0.1-0.01%): ენის მუქი ყავისფერი ან შავი შეფერილობა აღნიშნულია კლარიტრომიცინთან ერთად მიღებისას, აღწერილია კეთილთვისებიანი გლანდულარული ცისტები, ორივე მოვლენა შექცევადი იყო მკურნალობის დასრულებისას.  ძალიან იშვაითი (<0.01%): Pპირის სიმშრალე, სტომატიტი, კანდიდოზი ან პანკრეატიტი.  ჰეპატო-ბილიარული დარღვევები: არახშირი (1%-0.1%): ღვიძლის ენზიმების დონის ცვლილება (რომელიც მოიხსნა მკურნალობსი შეწყვეტის შემდეგ).  ძალიან იშვიათი (<0.01%): ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე, ღვიძლის უკმარისობა და ენცეფალოპათია პაციენტებში ადრე არსებული ჰეპატოპათიით.  სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: იშვიათი (0.1-0.01%): ჰიპოქრომია, მიკროციტური ანემია ბავშვებში.  ძალიან იშვიათი (0.01%): სისხლის რაოდენობის ცვლილება, შექცევადი თრომბოციტოპენია, მულტიფორმული ერითემა ან ფოტოსენსიტიურობა, ოფლიანობის მომატების ტენდენცია.  ძალიან იშვაითი (<0.01%): სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.  ძვალ-კუნთოვანი დარღვევები: იშვიათი (0.1-0.01%): კუნთების სისუსტე, მიალგია და სახსრების ტკივილი.  თირკმლის დარღვევები: ძალიან იშვაითი ((0.01%): ნეფრიტი (ინტერსტიციალური ნეფრიტი).  ნერვული სისტემის დარღვეები: ხშირი (1-10%): ძილიანობა, ძილის დარღვევები (უძილპობა), ვერტიგო ან ცეფალეა. ეს გართულებები ძირითადად უმჯობესდება მკურნალობის განმავლობაში.  იშვიათი (0.1-0.01%): პარესთეზია და მსუბუქი თავის ტკივილი, მენტალური კონფუზია დაჰალუცინაციები, ძირითადა მწვავედ დაავადებულ ან ხანდაზმულ ინდივიდებში. ძალიან იშვიათი (<0.01%): აჟიტირება და დეპრესიული რეაქცია, განსაკუთრებით მწვავედ დაავადებულ ინდივიდებში ან ხანდაზმულ პაციენტებში.  გრძნობათა ორგანოების დარღვეები: არახშირი (1-0.1%): მხედველობის დარღვეები (მხედველობისდ აბინდვა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება ან მხედველობის ველის შემცირება) და სმენის დისფუნქცია (მაგ. ტინიტუსი). ეს მოვლენები ძირითადად ქრება თერაპიის მოხსნის შემთხვევაში.  მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: ძალიან იშვიათი (0.01%): ურტიკარია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ანგიოედემა, ბრონქოკონსრიქცია ან ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული ვასკულიტი ან ცხელება.  სხვა გვერდითი მოვლენები:  არახშირი (1-0.1%): პერიფერიული შეშუპება (რომელიც მოიხსნა თერაპიის შეწყვეტის შემდეგ).  ძალიან იშვაითი (<0.01%): ჰიპონატრიემია, გინეკომასტია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter