იცით პროტოპიკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროტოპიკის გვერდითი მოვლენებია: მეტნაკლებად ხშირ არასასურველ ეფექტებს მიეკუთვნება დადების ადგილზე კანის გაღიზიანების სიმპტომები (წვის და ქავილის შეგრძნება, გაწითლება, ტკივილი, პარესთეზია და გამონაყარი). როგორც წესი ისინი გამოხატულია ზომიერად ან უმნიშვნელოდ და ქრება მკურნალობის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში.  ხშირად გვხვდება ალკოჰოლის აუტანლობა (სახის გაწითლება ან კანის გაღიზიანების სიმტომები სპირტიანი სასმელების გამოყენების შემდეგ).  იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ პროტოპიკის მალამოს, აღინიშნება ფოლიკულიტის, აკნეს და ჰერპესული ინფექციის მომატებული რისკი.  გამოვლენის სიხშირის მიხედვით არასასურველი ეფექტები იყოფა არც ისე ხშირ (>1/10), ხშირ (>1/100, <1/10) და იშვიათ (>1/1.000, 1/100) რეაქციებად. ყოველი ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მნიშვნელობის შემცირების რიგით.   ზოგადი ხასიათის დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები: ძალიან ხშირი: წვა და ქავილი გამოყენების ადგილას ხშირი: სითბოს შეგრძნება, გაწითლება, ტკივილი, გაღიზიანება, გამონაყარი გამოყენების ადგილას.   ინფექციები ხშირი: ჰერპესული ინფექცია (სახის და ტუჩის Hჰერპეს-სიმპლექსი), კაპოშის ვარიცელოფორმული გამონაყარი).   კანი და კანქვეშა ქსოვილი: ხშირი: ფოლიკულიტი, ქავილი არახშირი: აკნე  ნერვული სისტემა: ხშირი: პარესთეზია, ჰიპერესთეზია  მეტაბოლიზმის და კვების თავისებურებანი ხშირი: ალკოჰოლის აუტანლობა (სახის ჰიპერემია ან კანის გაღიზიანების სიმპტომები სპირტიანი სასმელების გამოყენების შემდეგ).   პრეპარატის გამოყენების მანძილზე დარეგისტრირდა როზაცეას და მალიგნიზაციის (ლიმფომის კანის და სხვა სახეობები, კანის კიბო) ერთეული შემთხვევები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter