იცით პროქტოესკულანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროქტოესკულანის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა პრეპარატმა, პროქტოესკულანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები. ლიდოკაინის შემცველი პრეპარატების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება სპორადულად გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, იშვიათად – ანაფილაქსური შოკი. პრეპარატის შემადგენლობაში პერუს ბალზამის, გვირილის ზეთისა და ეთილპარაჰიდროქსიბენზოატის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების განვითარება. ბრონოპოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება. მომატებული მგრძნობელობის რეაქციების გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და პაციენტმა კონსულტაციისათვის ექიმს მიმართოს. სხვა ისეთი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter