იცით რაბელოკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რაბელოკის გვერდითი მოვლენებია: და სპეციალური სიფრთხილის ზომები ყველაზე ხშირი არასასურველი მოვლენები იყო თავის ტკივილი, დიარეა და გულისრევა. სხვა არასასურველი მოვლენები იყო, მუცლის ტკივილი, ასთენია, მუცლის შებერილობა,  ღებინება, არასპეციფიკური ტკივილი/ზურგის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყაბზობა და უძილობა. სხვა ნაკლებად ხშირი არასასურველი მოვლენები იყო გამონაყარი, მიალგია, ტკივილი გულ-მკერდის არეში, პირის სიმშრალე, დისპეფსია, ფეხებში სპაზმები. ცალკეულ შემთხვევებში, პაციენტთა 2%-ში აღინიშნა ანორექსია, გასტრიტის, წონაში მომატება, დეპრესია, ქავილი, მხედველობის ან გემოს დარღვევა, ოფლიანობა, ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება. აღინიშნა თრომბოციტოპენიის, ნეიტროპენიისა და ლეიკოპენიის შემთხვევები. აღინიშნა ბულოზური გამონაყარი და სხვა დერმატოლოგიური რეაქციები, ერითემას ჩათვლით. კანის დაზიანებების განვითარებისას მკურნალობა დაუყოვნებლოივ უნდა შეწყდეს.  რაბეპრაზოლის ნატრიუმით თერაპიაზე სიმპტომატური პასუხი არ გამორიცხავს კუჭის ან საყლაპავის ავთვისებიანობის არსებობას. ამიტომ, რაბეპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანობის შესაძლებლობა.   მიუხედავად იმისა, რომ პერპარატთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პრობლემების შესახებ მტკიცებულებები არ გამოვლენილა მსუბუქი და ზომიერი ხარისხის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების კვლევისას, ექიმმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს რაბეპრაზოლით მკურნალობის პირველად დანიშვნისას ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter