იცით რაენომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რაენომის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ივაბრადინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები: , სინათლის აღქმის ცვლილების ფენომენი (ფოსფენები) და ბრადიკარდია, ატარებდნენ დოზადამოკიდებულ ხასიათს და განპირობებული იყვნენ მისი ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმით.   კლინიკური კვლევების მსვლელობაში დარეგისტრირებული იყო შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომელთა შეფასება დაფუძნებულია აღნიშვნის შემდეგ სიხშირეზე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000 <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000 <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).   ჩასასმელია ცხრილი  *სიხშირე, გათვლილი კლინიკური კვლევებიდან არასასურველი მოვლენებისათვის, რომელიც აღმოჩენილია სპონტანური შეტყობინებებით.   ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა: იყო შეტყობინებები სინათლის აღქმის ცვლილებების ფენომენის (ფოსფენების) აღნიშვნის შესახებ პაციენტების 14,5%-ში; აღწერილია როგორც მომატებული განათების გარდამავალი შეგრძნება მხედველობის შეზღუდულ ველში. ჩვეულებრივ ისინი ვითარდება განათების ინტენსივობის მკვეთრი ცვლილებისას. ფოსფენები აგრეთვე შეიძლება აღიწეროს როგორც ორეოლი,  გამოსახულების დაშლა (სტრობოსკოპიული ან კალეიდოსკოპიური ეფექტი), ფერადი სინათლის აფეთქება ან მრავალჯერადი გამოსახულება (რეტინული პერსისტენცია). ფოსფენები ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში მომდევნო განმეორებით.  ჩვეულებრივ იყო შეტყობინებები, რომ ფოსფენებს გააჩნდათ მსუბუქი ან ზომიერი ხარისხი. ფოსფენები წყდებოდა მკურნალობის დროს ან მისი დასრულების შემდეგ, ამასთან უმრავლეს შემთხვევებში (77,5%) წყდებოდა მკრუნალობის დროს. ფოსფენები იწვევდა ყოველდღიური ცხოვრების ცვლილებას ან მკურნალობის შეწყვეტას პაციენტების 1%-ზე ნაკლებში. ბრადიკარდია აღინიშნა პაციენტების 3.3%-ში პირველი 2-3 თვის განმავლობაში მკურნალობის დაწყების შემდეგ. პაციენტების 0,5%-ში ბრადიკარდია იყო მძიმე, 40 დარტყმაზე ნაკლები წუთში გშს-ით.   თუ ინსტრუქციაში მითითებული გვერდითი მოვლენები: რთულდება, ან თქვენ შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები: , რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter