იცით რაზილესს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რაზილესის გვერდითი მოვლენებია:  რაზილესის უსაფრთხოება შესწავლილ იქნა 7800 პაციენტთან; მათგან 2300 მკურნალობა უტარდებოდათ 6 თვეზე მეტხანს, ხოლო 1200-ზე მეტს – წელიწადზე მეტხანს. გვერდითი მოვლენები:  არ უკავშირდება სქესს, ასაკს, სხეულის წონას, რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას. რაზილესით მკურნალობის პერიოდში, დოზით 300 მგ, გამოვლენილი გვერდითი რეაქციები ახლოსაა პლაცებოსთან. გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ, სუსტია და ტრანზიტორული და იშვიათად მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას; – გვერდითი რეაქციებიდან განსაკუთრებით ხშირია დიარეა. – რაზილესი არ იწვევს მშრალ ხველას, რაც დამახასიათებელია აჰფ ინჰიბიტორებისათვის. ხველის გამოხატულების დონე ანალოგიურია პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს (0.6%) და რაზილესს (0.9%). – რაზილესით მკურნალობისას გამოვლინდა ანგიო-ნევროზული შეშუპების შემთხვევები. კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში, რაზილესით მკურნალობისას, ანგიო-ნევროზული შეშუპება იშვიათად წარმოიქმნებოდა, კერძოდ, იმ დონით, რასაც ადგილი ჰქონდა პლაცებოთი ან ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობის დროს. ასეთ დროს პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და აცნობოს ექიმს ნებისმიერი ალერგიული რეაქციის გამოვლინების შესახებ (განსაკუთრებით, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელების, სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ქუთუთოების შეშუპებისას). გვერდითი რეაქციები (69) მოცემულია სიხშირის შემცირების მიხედვით; გამოყენებულია შემდეგი კლასიფიკაცია: ძალიან გავრცელებული (≥1/10); გავრცელებული (≥1/100, <1/10); გაუვრცელებელი (≥ 1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10 000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10 000). ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. თითოეულ ქვეჯგუფში გვერდითი ეფექტები მოცემულია სერიოზულობის კლების მიხედვით. კუჭ-ნაწლავის დარღვევები: გავრცელებული – დიარეა; დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არაგავრცელებული – გამონაყარი. ლაბორატორიული გამოკვლევები: კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში, სტანდარტული ლაბორატორიული მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ცვლილებები იშვიათად უკავშირდებოდა რაზილესით მკურნალობას. კლინიკურ გამოკვლევებში გამოვლინდა, რომ ჰიპერტენზიულ პაციენტებთან რაზილესი მნიშვნელოვან კლინიკურ გავლენას არ ახდენს საერთო ქოლესტერინის HDL, ტრიგლიცერიდების (უზმოზე), გლუკოზის (უზმოზე) ან შარდმჟავას დონეზე. ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი: გამოვლინდა ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის მცირედი დაქვეითება (საშუალო დაქვეითება დაახლოებით 0.05 მმოლ/ლ და 0.16% საერთო, შესაბამისად). არც ერთ პაციენტს არ შეუწყვეტია მკურნალობა ანემიის გამო. ასეთივე ეფექტი გამოვლინდა რენინგ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი სხვა აგენტებისთვისაც, როგორებიცაა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები. შრატის კალიუმი: ესენციური ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებთან რაზილესით ჩატარებული მონოთერაპიის შემდეგ შრატში კალიუმის დონის მომატება იყო მინიმალური და იშვიათი (0.9%, პლაცებოსათვის 0.6%). ამასთან, ერთ გამოკვლევაში, სადაც რაზილესი გამოყენებული იყო ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორთან კომბინაციაში დიაბეტით დაავადებულ პაციენტებთან, კალიუმის დონე შრატში შედარებით გამოხატული იყო (5.5%). ამიტომ, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებთან, რომლებიც ღებულობენ რაზილესს, რეკომენდებულია ელექტროლიტებისა და თირკმლის ფუნქციის რუტინული კონტროლი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter