იცით რამიპრილი-H – ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რამიპრილი-H – ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია:  ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის განვითარების, მათი გაძლიერების ან აუტანლობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ფარმაცევტმა შესაძლოა გირჩიოთ გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ. • ტკივილი ზურგის არეში  • ბრონქიტი • ხველა (მშრალი, მუდმივი) • ძილის პრობლემები • თავბრუსხვევა • ძილიანობა • დაღლილობა • გაწითლება • თავის ტკივილი • წყლულები პირის ღრუში, ენის ტკივილი • კუნთების შებოჭილობა • ცხვირის გაგუდვა • ნევროზულობა • სინათლის მიმართ მგრძნობელობა • სქესობრივი პრობლემები (მამაკაცებში) • უჩვეულო დაღლილობა და სისუსტე. ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს: • თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან წამოდგომის შემთხვევაში • პულსის აჩქარება, არითმია, პალპიტაცია • სახსრების ტკივილი • არტერიული წნევის დაქვეითება (თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა) • ხელების, ფეხების ან ტუჩების გაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება • ანემიის ნიშნები (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, მაგ თავბრუსხვევა, კანის გაფერმკრთალება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, სუნთქვის უკმარისობა) • სისხლდენის ნიშნები (უჩვეულო სისხლდენა ცხვირიდან, სისხლჩაქცევა, სისხლიანი შარდი, სისხლიანი ხველა, სისხლდენა ღრძილებიდან, ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერების გართულება) • კალიუმის დონის ცვლილებასთან დაკავშირებული ნიშნები (მაგ. არითმია, კუნთების სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა) ინფექციის ნიშნები (სიმპტომები მოიცავს ცხელებას ან შემცივნებას, ძლიერ ფაღარათს, სუნთქვის გაძნელებას, ხანგრძლივ თავბრუსხვევას, კისერმრუდობას, წონის დაკლებას ან დაღლილობას) • თირკმლის დაზიანების ნიშნები (მაგ. შემცირებული შარდვა, გულისრევა, ღებინება, ხელების და ფეხების შეშუპება, დაღლილობა) • ღვიძლის დაზიანების ნიშნები (მაგ. ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, კანის ან თვალების სიყვითლე) • დაბალი არტერიული წნევის ნიშნები, მაგ. თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, ან სისუსტე • პანკრეატიტის ნიშნები (მაგ. ტკივილი მუცლის მარცხენა ზედა კვადრანტში, ზურგის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, შემცივნება, ტაქიკარდია, მუცლის შეშუპება) • გამონაყარი კანზე (ქავილით ან მის გარეშე), ცხელება, სახსრების ტკივილი • ხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპება • სისხლში გლუკოზის დონის მომატების ნიშნები (მაგ. ხშირი შარდვა, გაძლიერებული წყურვილი, საკვების ჭარბად მიღება, აუხსნელი წონის შემცირება, ჭრილობის შეხორცების გაძნელება, ინფექციები, ხილის სუნი ამოსუნთქულ ჰაერში) • თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომები (მხედველობის დაქვეითება ან ბუნდოვანი მხედველობა, თვალის ტკივილი, თვალის გაწითლება, თვალის შეშუპება) • ყელის ტკივილი და ცხელება • ხელების, ფეხების და ტერფების შეშუპება ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას: • ტკივილი გულმკერდში (გულისრევასთან და ღებინებასთან ერთად ან მათ გარეშე) • ალერგიული რეაქციები, მათ შორის შეშუპების ნიშნები (სუნთქვის უკმარისობა ან გაძნელება, ჭინჭრის ციება, თვალების, პირის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება) • გულის შეტევის ნიშნები (მაგ. ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ტკივილი რომელიც გადადის ბეჭის ან მკლავის მიდამოში, გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა) • კანის ძლიერი რეაქციების ნიშნები, მაგ. ბუშტუკების და ქერცლების წარმოქმნა, სხეულის დიდი ფართობის სიწითლე, სიწითლე რომელიც სწრაფად ვრცელდება, ან სიწითლე, რომელსაც თან ახლავს ცხელება და დისკომფორტი • ინსულტის ნიშნები (მაგ. მოულოდნელი და ძლიერი თავის ტკივილი, კოორდინაციის მოულოდნელი დაკარგვა, მხედველობის ცვლილება, მეტყველების მოულოდნელი არევა, აუხსნელი სისუსტე, გაბუჟება, ხელის ან ფეხის ტკივილი)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter