იცით რანექსა® ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რანექსას გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება როგორც  ყველა  სამკურნალო  საშუალებას,  რანექსასაც®    შეიძლება  ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. შეწყვიტეთ  პრეპარატ  რანექსას®   მიღება  და  დაუყოვნებლივ  მიმართეთ  თქვენს მკურნალ ექიმს ანგიონევროზული შეშუპების იშვიათი, მაგრამ საშიში მდგომარეობის შემდეგი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში: •    სახის, ენის ან ხახის შეშუპება; •    ყლაპვის გაძნელება; •    გამონაყარი ან ქოშინი. აცნობეთ ექიმს ჩვეულებრივი გვერდითი მოვლენები: ს გამოვლენის შესახებ, ისეთის, როგორიცაა თავბრუსხვევა, შეუძლოდ ყოფნა ან ღებინება. ექიმს შეუძლია შეამციროს დოზა ან შეწყვიტოს პრეპარატ რანექსათი® მკურნალობა.  სხვა შესაძლო გვერდით მოქმედებას წარმოადგენს: ხშირი გვერდითი მოქმედება (გვხვდება 100 პაციენტიდან 1-10-ში): ყაბზობა თავბრუსხვევა თავის ტკივილი შეუძლოდ ყოფნა, ღებინება სისუსტე  არც ისე ხშირი გვერდითი მოქმედება (გვხვდება 1000 პაციენტიდან 1-10-ში): აღქმის შეცვლა შფოთვა, დაძინების პრობლემა გონების არევა, ჰალუცინაციები არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის დარღვევები აღქმის შეცვლა (შეხების ან გემოს), ტრემორი, დაღლილობის ან უხალისობის გრძნობა, ძილიანობა, გულის წასვლა, თავბრუსხვევა სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას შარდის გამუქება, სისხლი შარდში, შარდვის გაძნელება გაუწყლოება მხედველობის გაორება ქოშინი, ხველა, სისხლდენა ცხვირიდან მომატებული ოფლდენა, ქავილი შესივების ან შეშუპების შეგრძნება სისხლის მოწოლა, არტერიული წნევის დაქვეითება სისხლში კრეატინინის დონის ან შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, სისხლში თრომბოციტების  ან  სისხლის  თეთრი  უჯრედების  რაოდენობის  მომატება,  ეკგ სურათის შეცვლა სახსრების შეშუპება, ტკივილი კიდურებში მადის დაკარგვა და/ან წონის დაკლება კუნთების სპაზმი ხმაური ყურებში და/ან ტრიალის შეგრძნება ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის არეში, საჭმლის მონელების დარღვევა, სიმშრალე პირის ღრუში, მეტეორიზმი  იშვიათი გვერდითი მოქმედება (10 000 პაციენტიდან 1-10-ში): შარდვის მოშლა ღვიძლის პარამეტრების ლაბორატორიული მაჩვენებლების შეცვლა თირკმლის მწვავე უკმარისობა ყნოსვის შეცვლა, პირის ან ტუჩების დაბუჟების შეგრძნება, სმენის დარღვევა კოორდინაციის დარღვევა ცივი ოფლი, გამონაყარი არტერიული წნევის დაქვეითება ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას ცნობიერების დაბინდვა ან გონების დაკარგვა დეზორიენტაცია კიდურების გაცივების შეგრძნება ჭინჭრის ციება, კანის ალერგიული რეაქციები იმპოტენცია კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაწლავების ანთება მეხსიერების დაკარგვა ყელში მოჭერის შეგრძნება სისხლში  ნატრიუმის  დონის  დაქვეითება  (ჰიპონატრიემია),  რამაც  შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და გონების არევა, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვა და კომა. აგრეთვე ცნობილია კუნთების სისუსტის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter