იცით რატიზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რატიზოლის გვერდითი მოვლენებია:   რატიზოლი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები მსუბუქია და ატარებს გარდამავალ ხასიათს. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავის ტკივილი, ასთენიური სინდრომი, შეუძლოდ ყოფნა, თავბრუ, ამნეზია, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, ჰიპოესთეზია;  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეპსია, შეკრულობა, მეტეორიზმი, ანორექსია, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: მიალგია, ტკივილი ზურგის არეში, კუნთოვანი სპაზმი, მიოზიტი, მიოპათია, ართრალგიები, რაბდომიოლიზი; ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ბულოზური გამონაყარი, პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი); ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოგლიკემია, ჰიპერგლიკემია, შრატისმიერი კრეატინფოსფოკინაზების მომატება; სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია;  სხვა: იმპოტენცია, პერიფერიული შეშუპებები, სხეულის წონის გაზრდა, ტკივილი მკერდის არეში, თირკმლის მეორადი უკმარისობა, ალოპეცია, ყურებში ხმაურის შეგრძნება, გადაღლილობა. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter