იცით რევმავეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რევმავეკის გვერდითი მოვლენებია:  ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, დიკლოფენაკმაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც სასარგებლო, ისე არასასურველი ეფექტები. ესენია: კუჭის მხრივ დისკომფორტი, სისუსტე, გულძმარვა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და კანის ქავილი. 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში აღინიშნება შემდეგი არასასურველი ეფექტები: ჰემატემეზი, შავი განავალი, კუჭის ან ინტესტინური წყლული, სისხლიანი დიარეა, შეკრულობა, ძილიანობა, კიდურების დაბუჟება, დეზორიენტაცია, მხედველობის დარღვევები (მაგ, დაბინდული მხედველობა ან დიპლოპია), სმენის დარღვევები, ტინიტუსი, ინსომნია, გაღიზიანებადობა, კრუნჩხვები, დეპრესია, ტრემორი, ურტიკარია, კანის მწვავე რეაქციები, თმის ცვენა, მზის სინათლის მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობა, კანიდან სისხლდენა, თირკმლის დაავადებები, რასაც მოჰყვება სახის, კიდურების ან წვივების შეშუპება, შარდის რაოდენობის უეცარი შემცირება, ჰემატურია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, რაც კანის და თვალების სიყვითლით ვლინდება, ზოგჯერ აღინიშნება ცხელება, მუცლის ზედა ნაწილის შეშუპება და მგრძნობელობის მომატება, სისხლის სერიოზული დარღვეები, ყელის მუდმივი ტკივილი და მაღალი ტემპერატურა, ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქოშინი, სუნთქვის დარღვევები, გულისწასვლა, სისხლის მაღალი წნევა. თუ პაციენტი პრეპარატს იღებს რამდენიმე კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, მან ექიმს უნდა მიმართოს რეგულარული შემოწმებისთვის, რათა გამოირიცხოს მოულოდნელი გვერდითი ეფექტები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter