იცით რელადორმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რელადორმის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა პრეპარატს, ასევე რელადორმს შეუძლია გვერდითი მოვლენები: ს გამოწვევა. ხშირი გვერდითი მოვლენები: ა: ძილიანობა, შენელებული რეაქციები, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და დეზორიენტაცია, ატაქსია. იშვიათად: საერთო სისუსტე, ზოგჯერ გონების დაკარგვა, პირის სიმშრალე, მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის გაორება), მეტყველების დარღვევა, მეხსიერების დარღვევები (ამნეზია), კუნთების ტრემორი, დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ, ლიბიდოს დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის მოშლა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, სისხლის მორფოლოგიური სურათის ცვლილებები (ლეიკოციტების და გრანულოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში), შარდის შეუკავებლობა, სისხლის არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითება, კანის ალერგიული რეაქციები, პარადოქსული რეაქციები _ ფსიქომოტორული შფოთვა, უძილობა, მომატებული აგზნებადობა და აგრესიულობა, კუნთების ტრემორი, კრუნჩხვები. პარადოქსული რეაქციები, უფრო ხშირად შეინიშნება ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ხანდაზმულ და ფსიქიურად დაავადებულ პაციენტებში. თუ გამოვლინდა: მხედველობის დარღვევა, ანურია, სისხლმბადი სისტემის ფუნქციის დაღვევევები, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, სიყვითლე _ აუცილებელია პრეპარატ რელადორმის მიღების შეწყვეტა. პრეპარატის სისტემატურმა გამოყენებამ რამდენიმე კვირის მანძილზე, შეიძლება გამოიწვიოს წამლისმიერი დამოკიდებულება, ასევე აბსტინენციური სინდრომის გამოვლენა პრეპარატის მიღების უეცრად შეწყვეტის შემთხვევაში. პრეპარატ რელადორმის მოქმედების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან ხანდაზმული პაციენტები, რომელთაც ხშირად აღენიშნებათ დაღლილობის შეგრძნება და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. წამლისმიერი დამოკიდებულება: ბენზოდიაზეპინების, ბარბიტურატების და მსგავსი მოქმედების პრეპარატების გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების განვითარება. წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარების რისკი იზრდება დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად, ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე პაციენტებში და ასევე პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ სხვა სამკურნალო საშუალებებისადმი დამოკიდებულება. ბენზოდიაზეპინის და ციკლობარბიტალის კომბინაცია ამაღლებს წამლისმიერი დამოკიდებულების და ტოქსიურობის განვითარების პოტენციურ რისკს. წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარების შემთხვევაში, რელადორმის მკვეთრმა შეწყვეტამ, შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენციური სინდრომი. აბსტინენციური სინდრომის დამახასათიებელი სიმპტომებია: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, აგზნებადობა და ემოციური დაძაბულობა, მოძრაობითი მოუსვენრობა, ცნობიერების დაბინდვა და დეზორიენტაცია, გაღიზიანებადობა, უძილობა. მძიმე შემთხვევებში, შეიძლება გამოვლინდეს: რეალობის შეგრძნების დაკარგვა (დერეალიზაცია), პიროვნული დარღვევა, მომატებული მგძნობელობა შეხებაზე (ტაქტილური ჰიპერესთეზია), სმენითი და მხედველობითი გამაღიზიანებლების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (აკუსტიკური და სინათლისმიერი ჰიპერესთეზია), “ჭიანჭველების ცოცვის” შეგრძნება, კიდურების Gდაბუჟება, ჰალუცინაციების და კრუნჩხვითი შეტევები. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების და მსგავსი პრეპარატების მიღების შემთხვევაში, აბსტინენციური სინდრომის გამოვლენა, შესაძლებელია ცალკეული დოზების მიღებებს შორის შუალედში, განსაკუთრებით, თუ პრეპარატი მიიღება დიდი დოზებით. ანტეგრადული ამნეზია რელადორმმა, შეიძლება გამოიწვიოს ანტეგრადული ამნეზია. ასეთი მდგომარეობა, ყველაზე ხშირად შეინიშნება პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათში, განსაკუთრებით, დიდი დოზის მიღების დროს. რეკომენდებულია რელადორმის მიღება ძილის წინ ერთი საათით ადრე და 7_8 საათიანი უწყვეტი ძილის პირობების უზრუნველყოფა. პარადოქსული რეაქციები რელადორმმა, შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული რეაქციები, როგორიცაა: მოძრაობითი მოუსვენრობა, გაღიზიანებადობა, აგზნებადობა, აგრესიულობა, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, სომნაბულიზმი, პიროვნული დაღვევა, გამოხატული უძილობა და სხვა ქცევითი გვერდითი მოქმედება. აღნიშნული რეაქციები გაცილებით ხშირად აღენიშნება ხანდაზმულ პაციენტებს, ან ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე პაციენტებს.  ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყონებლივი შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter