იცით რელიუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რელიუმის გვერდითი მოვლენებია: ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები: ძილიანობა, დაღლილობა, მოძრაობის კოორდინაციის მოშლა. უფრო იშვიათია: თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ყაბზობა), მხედველობის დარღვევა, გაურკვეველი მეტყველება, არტერიული წნევის დაქვეითება, დეპრესია, დეზორიენტაცია, ლიბიდოს დაქვეითება, კანის ალერგიული რეაქციები, შარდვის პროცესის დარღვევა, ნეიტროპენია, კანის საფარველის სიყვითლე (ხანგრძლივი მკურნალობისას ნაჩვენებია სისხლის სურათის და ღვიძლის ფუნქციური სინჯების პერიოდული კონტროლი), პარადოქსული რეაქციები (ფსიქომოტორული აღგზნება, უძილობა, შიში). პარადოქსული რეაქციის გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

2-3 კვირაზე მეტი ხნის მანძილზე პრეპარატის სისტემურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლისმიერი დამოკიდებულება, ხოლო უეცარი მოხსნისას – აბსტინენციის სინდრომი. აუცილებელია ექიმისთვის ყველა გვერდითი (უჩვეულო) ეფექტის შესახებ შეტყობინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter