იცით რემიკეიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რემიკეიდის გვერდითი მოვლენებია:  აღენიშნებათ ავადმყოფთა 57%, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს, ხოლო 36% – რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. ინფექციების მიმართ ორგანიზმის საწინააღმდეგო რეაქცია, იშვიათად ვირუსული ინფექცია (გრიპი, ჰერპესი), ცხელება, აბსცესი, ცელულიტი, სეფსისი, ბაქტერიული ინფექცია, ტუბერკულოზი, სოკოვანი ინფექცია. ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად: დეპრესია, ფსიქოზი, ამნეზია, აპათია. იმუნური სისტემა იშვიათად აუტოანტისხეულების წარმოქმნა, მგლურას სინდრომი. სისხლის წარმოქმნის პროცესის მხრივ: იშვიათად ანემია, ლეიკოპენია, ლიმფადენოპათია, ლიმფოციტოზი, ლიმფოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია. ზემოთ მოცემულია როგორც შედარებით ხშირი (სიხშირე >1:100, <1:10), ასევე იშვიათი (>1:1000, <1:100) რეაქციები. მათ შორის დიდი ნაწილი მიმდინარეობდა მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით და მოიცავდა სუნთქვის ორგანოებს, კანს და მის დანამატებს. მკურნალობის შეწყვეტის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენდა ქოშინი, გამონაყარი, თავის ტკივილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter