იცით რენიტეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რენიტეკის გვერდითი მოვლენებია:  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პაციენტთა 2%-ზე ნაკლებს აღენიშნება ჰიპოტენზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, იშვიათად ტკივილი გულის არეში, არითმია, გულისცემის გახშირება, სტენოკარდია; შესაძლებელია მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის განვითარება. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ასთენია, იშვიათად დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, უძილობა, მხედველობის დაბინდვა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, იშვიათად პანკრეატიტი, ჰეპატიტი, დისპეფსია, სტომატიტი, ტრანსამინაზების აქტივობის და ბილირუბინის დონის მომატება სისხლში. ყველა აღნიშნული სიმპტომები პრეპარატის მოხსნისას ქრება. სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, იშვიათად ინფილტრატი ფილტვებში, ბრონქოსპაზმი, რინორეა, დისფონია. საშარდე სისტემის მხრივ: იშვიათად თირკმლების უკმარისობა, ოლიგურია, კრეატინინის და შარდოვანას მაჩვენებლების მომატება სისხლში. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, სახის, ენის, ტუჩების ანგიონევროზული შეშუპება, იშვიათად სტივენს-ჯონსონის სინდრომი, დერმატიტი, ერითემა, პემფიგუსი. აღწერილია რთული სიმპტომოკომპლექსის განვითარება ცხელებით, ედს-ის მომატებით, სეროზიტით, ართრიტით, მიალგიით, ვასკულიტით. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი. კანის მხრივ: ქავილი, ალოპეცია, სახის სიწითლე. ლაბორატორიული მაჩვენებლები: შესაძლოა ჰიპერკალიემიის, ჰიპონატრიემიის განვითარება, ჰემატოკრიტის მაჩვენებლის შემცირება. სხვა: გაძლიერებული ოფლდენა, იმპოტენცია, კრუნჩხვები, გლოსიტი. პაციენტები კარგად იტანენ რენიტეკს. გვერდითი მოვლენები დროებითი და უმნიშვნელოა. უკუჩვენებები: ანამნეზში აგფ ინჰიბიტორების მიმართ ალერგიული რეაქცია; მომატებული მგრძნობელობა ენალაპრილის მიმართ. პროგრესირებადი აზოტემია თირკმლის არტერიის ორმხრივი, ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს; აგრეთვე ბავშვთა ასაკი, ორსულობა და ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter