იცით რენოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რენოქსის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები:  ყველა მედიკამენტის მსგავსად, რენოქსსაც შეუძლიაგვერდითი მოვლენები: ს გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.  დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ რენოქსის მიღება და მიმართეთ ექიმსთუ მედიკამენტის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე: იშვიათად: დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქცია (ბრონქოსპაზმი, დოსპნოე) შეიძლება განვითარდეს მედიკამენტის მიღებისთანავე. ძალიან იშვიათად: აღინიშნა ანაფილაქსია და ანგიოშეშუპება.  აღნიშნული გვერდითი მოვლენები: მწვავე ხასიათს ატარებს. მათი გამოვლენის შემთხვევაში, თქვენ ხართ ალერგიული რენოქსის მიმართ. აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. სხვა გვერდითი ეფექტები:გვერდითი ეფექტები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ძალიან ხშირი: გამოუვლინდება 1-ზე მეტს ყოველ 10 პაციენტში ხშირი: გამოუვლინდება 1-ზე ნაკლებს ყოველ 10, მაგრამ 1-ზე მეტს ყოველ 100 პაციენტში ნაკლებად ხშირი: გამოუვლინდება 1-ზე ნაკლებს ყოველ 100, მაგრამ 1-ზე მეტს ყოველ 1000 პაციენტში იშვიათი: გამოუვლინდება 1-ზე ნაკლებს ყოველ 1000, მაგრამ 1-ზე მეტს ყოველ 10000 პაციენტში ძალიან იშვიათი: გამოუვლინდება 1-ზე ნაკლებს ყოველ 10000 პაციენტში უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე უცნობია • კლინიკურ კვლევებში ალერგიული რინიტის მქონე მოზრდილებსა და მოზარდებშიმკურნალობის შედეგად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:ხშირი: ეპისტაქსისი (ცხვირიდან სისხლდენა), ფარინგიტი, ცხვირის ლორწოვანის ანთება, ცხვირის ლორწვანის გაღიზიანება, დაწყლულება, ცემინება, თავს ტკივილი. უცნობი: ბავშვებში ხანგრძლივი გამოყენებისას ზრდის შენელება და მხედველობის დარღვევა და დაზიანება, გამოწვეული თვალშიგა წნევის მატებით (გლაუკომა). აუცილებელია ბავშვებში, რომლებიც ნაზალური სტეროიდებით მკურნალობენ, სიმაღლის პერიოდული მონიტორინგი და ჩამორჩენის შემთხვევაში ექიმის ინფორმირება. ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში ეპისტაქსისი იშვიათად აღინიშნება, საშუალო სიმძიმის იყო და ვითარდებოდა პლაცებოსთან შედარებით ხშირად (5%), მაგრამ სიხშირე მსგავსი ან ნაკლები იყო ნაზალური კორტიკოსტეროიდების აქტიურ საკონტროლო ჯგუფთან (15%-მდე) შედარებით. სხვა გვერდითი ეფექტების სიხშირე პლაცებოს უტოლდებოდა. პედიატრიულ პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გვერდითი ეფექტების სიხშირე პლაცებოს მსგავსი იყო: ეპისტაქსისი (6%), თავის ტკივილი (3%), ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება (ირიტაცია) (2%), ცემინება (2%). • ნაზალური პოლიპების მქონე პაციენტებში გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე ალერგიული რინიტის მსგავსი იყო. პოლიპოზის დროს ჩატარებულ კვლევებში გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე: ძალიან ხშირი: ცხვირიდან სისხლდენა. 200 მკგ ორჯერ დღეში. ხშირი: ზემო სასუნთქი გზების ინფექცია, 200 მკგ ერთხელ დღეში; სისხლდენა ცხვირიდან, 200 მკგ ერთხელ დღეში; თავის ტკივილი 200 მკგ ერთხელ დღეში და ორჯერ დღეში. ნაკლებად ხშირი: ზემო სასუნთქი გზების ინფექცია, 200 მკგ 2-ჯერ დღეში; ძალიან იშვიათი: გემოვნებისა და ყნოსვის დარღვევა. სისტემური გვერდითი ეფექტები ნაზალური კორტიკოსტეროიდების ფონზე ვითარდება მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღების დროს. გვერდითი მოვლენები: ს აღრიცხვა: ისეთი გვერდითი მოვლენები: ს გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter