იცით რეპარონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რეპარონის გვერდითი მოვლენებია: ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, რეპარონის მალამოსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები: , თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში. იშვიათი (1-10 პაციენტში 10 000-დან): იშვიათად აღინიშნება კანის ჰიპერსენსიტიური (ალერგიული) რეაქციები (მაგალითად, ქავილი, ჭინჭრის ციება). ჭინჭრის ციების შემთხვევაში აუცილებლად შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. თუ გამონაყარი ძლიერია და მთელ სხეულზე ვრცელდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მძიმე სიმპტომების თავიდან ასაცილებლად! დაუზუსტებელი სიხშირის გვერდითი მოვლენები: (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია): პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი სიწითლე, ქავილი, კანის აქერცვლა. აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, შეწყვიტეთ მალამოს გამოყენება და მიმართეთ ექიმს. რეპარონის მალამოს სწორად გამოყენებისას სხვა არასასურველი ეფექტი არ არის მოსალოდნელი. აქ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენათაგან თუ რომელიმემ მძიმე ხასიათი მიიღო, ან თუ შენიშნეთ რაიმე სხვა გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter