იცით რექსეტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რექსეტინის გვერდითი მოვლენებია: ზოგიერთი ქვემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები: ს ინტენსივობამ და სიხშირემ შეიძლება იკლოს ხანგრძლივი გამოყენებისას, რასაც, ჩვეულებრივ, არ მივყავართ პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე. არასასურველი მოვლენები დაჯგუფებულია ქვემოთ ორგანოების სისტემების კლასების და გამოვლინების სიხშირის შესაბამისად. გამოვლინების სიხშირის მიხედვით ისინი იყოფა ძალიან ხშირებად (≥1/10); ხშირებად (≥1/100–დან <1/10–მდე); ნაკლებად ხშირებად (≥1/1 000–დან <1/100–მდე), იშვიათებად (≥1/10 000–დან <1/1 000–მდე), ძალიან იშვიათებად (<1/10 000), აქ შედის ცალკეული შემთხვევებიც.  დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ ნაკლებად ხშირად: პათოლოგიური სისხლდენა, უპირატესად, კანის და ლორწოვანი გარსის (ძირითადად, ეკქიმოზი). ძალიან იშვიათად: თრომბოციტოპენია. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციების და ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით).  დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (აჰასს). დარღვევები ნივთიერების ცვლის და კვების მხრივ ხშირად: ქოლესტერინის კონცენტრაციის მომატება, მადის დაკარგვა. იშვიათად: ჰიპონატრიემია. ჰიპონატრიემია აღინიშნება, ძირითადად, ხანდაზმულ პაციენტებთან და, ზოგჯერ, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომთან (აჰასს) დაკავშირებით. ფსიქიკის დარღვევები ხშირად: ძილიანობა, უძილობა, აგზნებულობა, უჩვეულო სიზმრები (მათ შორის, კოშმარები). ნაკლებად ხშირად: ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები.  იშვიათად: მანიაკალური რეაქციები, შფოთვა, დეპერსონალიზაცია, პანიკური შეტევები, აკატიზია (იხ. 4.4 განყოფილება). სიხშირე განსაზღვრული არ არის: სუიციდური აზრები და ქცევები.  სუიციდური აზრები და ქცევები აღინიშნებოდა პაროქსეტინის მიღების დროს, ან მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ (იხ. 4.4 განყოფილება). ეს სიმპტომები ასევე შეიძლება გაჩნდეს ძირითადი დაავადების არსებობის გამო.  დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ ძალიან ხშირად: კონცენტრაციის დარღვევა. ხშირად: თავბრუსხვევა, ტრემორი, თავის ტკივილი.  ნაკლებად ახშირად: ექსტრაპირამიდული დარღვევები.  იშვიათად: კონვულსიები, მოუსვენარი ფეხების სინდრომი. ძალიან იშვიათად: სეროტონინული სინდრომი (შესაძლო სიმპტომები: აგზნებულობა, ცნობიერების არევა, მომატებული ოფლიანობა, ჰალუცინაციები, ჰიპერრეფლექსია, მიოკლონუსი, კანკალი, ტაქიკარდია და ტრემორი).  ექსტრაპირამიდული დარღვევების შემთხვევები, მათ შორის, ყბა–სახის დისტონია, ზოგჯერ აღინიშნებოდა განმაპირობებელი მოძრაობითი დარღვევების მქონე პაციენტებში, ან მათთან, ვინც ნეიროლეპტიკებს იყენებდა. მხედველობის ორგანობის დარღვევები ხშირად: მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება.  ნაკლებად ხშირად: მიდრიაზი (იხ. 4.4 განყოფილება). ძალიან იშვიათად: მწვავე გლაუკომა. სმენის ორგანოების და წონასწორობის დარღვევები სიხშირე განსაზღვრული არ არის: ხმაური ყურებში (ტინიტუსი).  გულის დარღვევები ნაკლებად ხშირად: სინუსური ტაქიკარდია. იშვიათად: ბრადიკარდია. სისხლძარღვების დარღვევები ნაკლებად ხშირად: არტერიული წნევის გარდამავალი მომატება ან დაქვეითება, პოსტურალური ჰიპოტენზია. პაროქსეტინის მიღებისას არტერიული წნევის გარდამავალი მომატება ან დაქვეითება ჩვეულებრივ, აღინიშნება უკვე არსებულ ჰიპერტენზიასთან და შფოთვასთან ერთად.  სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები ხშირად: მთქნარება. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დარღვევები ძალიან ხშირად: ღებინება. ხშირად: ყაბზობა, ფაღარათი, პირის სიმშრალე.  ძალიან იშვიათად: სისხლდენები კუჭ–ნაწლავის ტრაქტში.  ღვიძლის და სანაღვლე გზების დარღვევები იშვიათად: ღვიძლის ენზიმების დონის მატება. ძალიან იშვიათად: ღვიძლის დარღვევები (როგორიც არის, ჰეპატიტი, რომელსაც ხანდახან თან ახლავს სიყვითლე და/ან ღვიძლის უკმარისობა). აღინიშნება ღვიძლის ენზიმების დონის მატება. პოსტმარკეტინგული დაკვირვებების მსვლელობისას იშვიათად აღინიშნებოდა ღვიძლის დარღვევები (როგორიც არის, ჰეპატიტი, რომელსაც ხანდახან თან ახლავს სიყვითლე და/ან ღვიძლის უკმარისობა). ღვიძლის ფუნქციების ხანგრძლივი ზრდის შემთხვევაში პაროქსეტინის მიღება უნდა შეწყდეს. კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები ხშირად: ოფლიანობა.  არახშირად: კანზე გამონაყარი, კანის ქავილი. ძალიან იშვიათად: კანის სერიოზული არასასურველი რეაქციები (მათ შორის, ექსუდაციური ერითემა, სტივენს–ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ფოტოსენსიტიურობის რეაქციები.  თირკმელების და საშარდე გზების დარღვევები არახშირად: შარდის გამოყოფის შეკავება, შარდის შეუკავებლობა.  სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის დარღვევები ძალიან ხშირად: სექსუალური დისფუნქცია. იშვიათად: ჰიპერპროლაქტინემია/გალაქტორეა.  ძალიან იშვიათად: პრიაპიზმი.  ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების დარღვევები იშვიათად: ართრალგია, მიალგია. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები, რომლებიც 50 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ტარდებოდა, აჩვენებს, რომ ძვლების მოტეხვის რისკი მომატებულია პაციენტებში, რომლებიც იღებენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს. რისკის მომატების გამომწვევი მექანიზმი უცნობია.  სისტემური აშლილობები და შეყვანის უბნის დარღვევები ხშირად: ასთენია, სხეულის წონის მომატება.  ძალიან იშვიათად: პერიფერიული შეშუპება.  მოხსნის სინდრომი პაროქსეტინის მიღების შეწყვეტის შემდეგ ხშირად: თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები, ძილის დარღვევები, შფოთვა, თავის ტკივილი.  ნაკლებად ხშირად: აგზნებულობა, ღებინება, ტრემორი, ცნობიერების არევა, ოფლიანობა, ემოციური ლაბილობა, მხედველობის დარღვევები, გულისცემის გახშირება, ფაღარათი, გაღიზიანებულობა. პაროქსეტინის მიღების შეწყვეტა (განსაკუთრებით, უეცარი) ხშირად იწვევს მოხსნის სინდრომს, რომლის დროსაც აღინიშნება თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (მათ შორის, პარესთეზია, დენის დარტყმის მსგავსი შეგრძნება, ტინიტუსი), ძილის დარღვევები (ინტენსიური სიზმრების ჩათვლით), აგზნებულობა ან შფოთვა, გულისრევა, ტრემორი, ცნობიერების არევა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, ფაღარათი, გულისცემის გახშირება, ემოციური არამდგრადობა, გაღიზიანებულობა და მხედველობის დარღვევები. მთლიანობაში, ამ სიმპტომების გამოხატულების ხარისხი მსუბუქი ან ზომიერია, სიმპტომები თვითშემზღუდველია, მაგრამ ზოგიერთ პაციენტთან ისინი შეიძლება იყოს მძიმე და/ან ხანგრძლივი. ამიტომ, პაროქსეტინის მიღების შეწყვეტისას საჭიროა დოზის თანდათან დაკლება (იხ. 4.2 და 4.4 განყოფილებები). ბავშვებში გვერდითი მოვლენები: ს კლინიკური კვლევები კლინიკური კვლევების ჩატარების პროცესში შემდეგი გვერდითი მოვლენები: დაფიქსირდა: სუიციდური ქცევის გამწვავება (თვითმკვლელობის მცდელობის და სუიციდური აზრების ჩათვლით), საკუთარი თავისთვის დაზიანების მიყენების სურვილი და მომატებული მტრული განწყობა მძიმე დეპრესიული აშლილობის მქონე მოზარდებში. მომატებული მტრული განწყობა ხშირად აღინიშნება ობსესიურ–კომპულსიური აშლილობის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით, 12 წელზე უმცროს ასაკში. დამატებით, პლაცებო ჯგუფთან შედარებით, პაროქსეტინის მიღების დროს უფრო ხშირად აღინიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: მადის დაქვეითება, ტრემორი, ოფლიანობა, ჰიპერკინეზია, აგზნებულობა და ემოციური ლაბილობა (ტირილის და გუნება-განწყობის ცვალებადობის ჩათვლით), სისხლდენები, უპირატესად, კანის და ლორწოვანი გარსის. დოზის თანდათანობითი შემცირების რეჟიმის კვლევის ჩატარებისას, დოზის თანდათანობითი შემცირების ფაზის დროს ან პაროქსეტინის მიღების შეწყვეტის შემდეგ აღინიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: ემოციური ლაბილობა (ტირილის, გუნება-განწყობის ცვალებადობის, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების, სუიციდური აზრების და სუიციდური მოქმედებების და გამოვლინებების ჩათვლით), ნერვოზულობა, თავბრუსხვევა, გულისრევა და მუცლის ტკივილი (იხ.განყოფილება 4.4, განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას). ბავშვებში კლინიკური კვლევების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. განყოფილება 5.1.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter