იცით რიბავირინი (აქტიური ნივთიერება)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიბავირინის გვერდითი მოვლენებია: სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოლიზი – რიბავირინის ძირითადი ტოქსიური ეფექტია. თუმცა, რეკომენდებული დოზის დაცვის შემთხვევაში შესაძლებელია ჰემოლიზის განვითარების მინიმუმამდე დაყვანა. ასევე, სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლების კორექცია შესაძლებელია სწორი დოზის შერჩევის გზით. უმრავლეს შემთხვევაში ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, გრანულოციტოპენია და თრომბოციტოპენია მცირედ არის გამოხატული. ენდოკრინული სისტემის მხრივ: შესაძლებელი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (3%) – თირეოტროპული ჰორმონის რაოდენობის ცვლილება. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსია. შესაძლებელია აღინიშნოს: ჰიპერმგრძნობელობა, არტერიული წნევის დაქვეითება ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები. თანამოვლენები ძირითადად მცირედ და ზომიერადაა გამოხატული და მკურნალობის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter