იცით რიზოპროლს რა უკუჩვენებები აქვს?

რიზოპროლის უკუჩვენებებია: – კარდიოგენული შოკი; – II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; – სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი; – გამოხატული სინოატრიული ბლოკადა; – არტერიული ჰიპოტენზია (90 მმ. ვწყ. სვ-ზე დაბალი სისტოლური არტერიული წნევა); – ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილება (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები); – პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადიები; – ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე _ 60-ზე ნაკლები წუთში) და არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 100 მმ ვწყ. სვ-ზე ნაკლები) გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში; – მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების ერთდროული მიღება (B ტიპის მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების გარდა); – პრეპარატის კომპონენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter