იცით რილეის-სანოველ პლუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რილეის-სანოველ პლუსის გვერდითი მოვლენებია: ლიზინოპრილი ხასიათდება კარგი ამტანობით არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. გვერდითი მოვლენები ატარებენ მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს. კლინიკური კვლევების შედეგად ლიზინოპრილით მკურნალობისას გამოვლენილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:  ორთოსტატიკური დარღვევები, ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპება, ცხელება, ტკივილი სახსრებში, ტკივილი მკერდის არეში, დეპრესია, დაღლილობა, უძილობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ქავილი, გამონაყარი კანზე, გულისრევა, ღებინება. გარდა ამისა იშვიათად აღინიშნება: ტკივილი მუცელის არეში, ყაბზობა, პირის სიმშრალე, ანგიონევროზული შეშუპების გამოვლენა სახეზე, თვალებზე, ტუჩებზე, ენაზე, ხორხზე. (იხ. განსაკუთრებული მითითებები). ძალიან იშვიათად ადგილი აქვს სისხლში შარდოვანას, კრეატინინის, ღვიძლის ფერმენტების, პლაზმის ბილირუბინის დონის ცვლილებებს. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღნიშნული ცვლილებები ნორმალიზდება. ჰიდროქლორთიაზიდი იწვევს ანორექსიას, გულისრევას, პირღებინებას, ყაბზობას, კუნთოვან სპაზმს.  კლინიკური კვლევებით დადასტურებულია ლიზინოპრილ-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციისას დამატებითი გვერდითი ეფექტების არარსებობა.  გაუთვალისწინებელი ეფექტების განვითარებისას უნდა ეცნობოს ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter