იცით რისეტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რისეტის გვერდითი მოვლენებია: ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, აჟიტირება, შფოთვა, თავის ტკივილი, ზოგჯერ – ძილიანობა, ადვილად დაღლილობა, თავბრუ, ყურადღების კონცენტრაციის მომატება, მხედველობის დარღვევა, იშვიათად – ექსტრაპირამიდული სიმპტომები (ტრემორ, რიგიდულობა, ჰიპერსალივაცია, ბრადიკინეზია, აქათიზია, მწვავე დისტონია), მანია ან ჰიპომანია, ინსულტი (ხანდაზმულებში წინასწარ განწყობის ფაქტორებით), ასევე ჰიპერვოლემია (ან პოლიდიფსიის, ან ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომის გამო), მოგვიანებითი დისკინეზია (უნებლია რითმული მოძრაობები, უპირატესად ენისა და/ან ხახის), ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი, ჰიპერთერმია, კუნთების რიგიდულობა, ავტონომური ფუნქციების არასტაბილობა. ცნობიერების დარღვევა და კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება, თერმორეგულაციის დარღვევა და ეპილეპტიკური გულყრები. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ დარღვევები: შეკრულობა, დისპეფსია, გულისრევა და ღებინება, ტკივილი მუცელში, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, პირის სიმშრალე, ჰიპო – ან ჰიპერსალივაცია, ანორექსია და/ან მადის გაძლიერება, სხეულის წონის დაქვეითება ან მომატება. გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: ზოგჯერ ორთოსტატული ჰიპოტენზია, რეფლექტორული ტაქიკარდია ან არტერიული წნევის მომატება. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია. ენდოკრინული სისტემის მხრივ: გალაქტორეა, გინეკომასტია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ამენორეა, სხეულის მასის მომატება, ჰიპერგლიკემია და ადრე არსებული შაქრიანი დიაბეტის გამწვავება. შარგამომყოფი სისტემის მხრივ: პრიაპიზმი (ერექციის დარღვევა), ეაკულაციის დარღვევა, ანორგაზმია, შარდის შეუკავლობა. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია. კანის საფარის მხრივ: კანის სიმშრალე, ჰიპერპიგმენტაცია, ქავილი, სებორეა. სხვა: ართრალგია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter