იცით რიტმონორმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიტმონორმის გვერდითი მოვლენებია: პროპაფენონის ჰიდროქლორიდის გამოყენებისას (მისი სხვადასხვა ფორმის და დროს) არსებობს შეტყობინება შემდეგი გვერდითი მოვლენები: ს შესახებ, თუმცა მიზეზობრივი კავშირი ყოველთვის არ იყო დადგენილი. დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან: ლეიკოპენია და/ან გრანულოციტოპენია ან თრომბოციტოპენია; აგრანულოციტოზი. დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან: ალერგიული რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამოვლენილი ქოლესტაზით, სისხლის დისკრაზიით). მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევა: ანორექსია. ფსიქიკური მოშლილობა: მღელვარება, აზროვნების დარღვევა. დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, სინკოპე, ათაქსია, შფოთვა, ღამის კოშმარები, ძილის დარღვევა, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, ვერტიგო. იშვიათად იყო ცნობა კრუნჩხვის განვითარების შესახებ. მხედველობის დარღვევა: არამკაფიო მხედველობა. გულის მხრივ დარღვევები: შეძლება განვითარდეს გულის გამოხატული შენელებული რითმი (ბრადიკარდია) ან გამტარობის დარღვევა (სინოატრული, ატრიოვენტრიკულური ან ინტრავენტრიკულური ბლოკადა). ასევე შეიძლება განვითარდეს პროარითმული ეფექტები, რომლებიც ვლინდება გულის რითმის აჩქარებით (ტაქიკარდია) ან ვენრტიკულური ფიბრილაციით. სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევა: არტერიული ჰიპოტენზია, პოსტურალური ჰიპოტენზიის ჩათვლით და ორთოსტატური ჰიპოტენზია. კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევა: ღებინება, გულისრევა, შეკრულობა, პირის სიმშრალე, პირში მწარე გემო, მუცლის ტკივილი, დიარეა, მუცლის შებერვა, ღებინების შეგრძნება. ჰეპათობილიარული დარღვევები: დარღვევები ღვიძლის მხრიდან, ჰეპატოცელულური დაზიანების ჩათვლით, ქოლესტაზი, სიყვითლე და ჰეპატიტი. კანისა და კანქვეშა უჯრედისის დარღვევები: კანის სიწითლე, გამონაყარი, ქავილი, ეგზანთემა, ჭინჭრის გამონაყარი. დარღვევები ჩონჩხ-კუნთებისა და შემაერთებლი ქსოვილების მხრიდან: მგლურას მაგვარი – სინდრომი. დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრიდან: ზოგიერთ შემთხვევაში რიტმონორმის მაღალი დოზის მიღების შემდეგ აღინიშნებოდა პოტენციეს დაქვეითება და სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება. ეს მოვლენები შექცევადია თერაპიის შეწყვეტისას. საერთო დარღვევები: სისუსტე, ტკივილი მკერდის არეში. ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება (ტრანსამინაზების და ტუტეს ფოსფატაზები).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter