იცით რიფამპიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიფამპიცინის გვერდითი მოვლენებია: რიფამპიცინით მკურნალობისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ეოზინოფილია, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, გრიპისმაგვარი სინდრომი, ღებინება, გულისრევა, ფაღარათი), დისპეფსიური მოვლენები, ღვიძლისა (ტრანსამინაზას აქტივობის, ბილირუბინის დონის მომატება) და კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციის განვითარება. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება ფსევდომემბრანოზული კოლიტი. იშვიათად აღინიშნება: სისხლის წარმოქმნის სისტემის მხრივ – თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია; ცნს-ს მხრივ – თავის ტკივილი, ატაქსია, მხედველობის დარღვევა; შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ – თირკმელების არხების ნეკროზი, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმელების მწვავე უკმარისობა; ენდოკრინული სისტემის მხრივ – მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter