იცით როდინირს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როდინირის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, დიარეა; იშვიათად – დისპეფსია, გასტრიტი, ღებინება, მუცლის ტკივილი, ასპარტატამინოტრანსფერაზის, ალანინამინოტრანსფერაზის და ლაქტატდეჰიდროგენაზის აქტივობის მომატება.  ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, იშვიათად – თავბრუსხვევა, ძალიან იშვიათად – კრუნჩხვები.  ალერგიული რეაქციები:ანაფილაქსია, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, მომატებული ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.  სისხლმბადი სისტემის მხრივ: აპლასტიური ანემია, პანციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი. სისხლის შემადედებელი სისტემის მხრივ: პროთრომბინული დროის და საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მომატება, ჰემოლიზური ანემია და შინაგანი სისხლდენა, დადებითი პირდაპირი კუმბსის სინჯი. საშარდე სისტემის მხრივ: თირკმლის დისფუნქცია, ტოქსიკური ნეფროპათია, გლუკოზურია, კეტონურია.  სხვა: სუპერინფექცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter