იცით როვასტატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როვასტატის გვერდითი მოვლენებია: ყველა პრეპარატის მსგავსად, როვასტატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა არა ყველა ადამიანში. ჩვეულებრივ, ეს გვერდითი მოვლენები: გარდამავალია და მსუბუქი ხასიათისაა.  ქვემოთ ჩამოთვლილი ალერგიული რეაქციების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება: – სუნთქვის გაძნელება, სახის, ენის, ტუჩების და/ან ყელის შეშუპებით ან მათ გარეშე; – სახის, ენის, ტუჩების და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება; – კანის ძლიერი ქავილი (კანის ამობურცვა).A ასევე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს როვასტატის მიღება, თუ აღინიშნებაკუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც დიდხანს გრძელდება. სხვა სტატინების მსგავსად, ადამიანთა მცირე ნაწილში ვლინდება არასასურველი გავლენა კუნთებზე და იშვიათად იწვევს კუნთების სერიოზულ დაზიანებას ე.წ. რაბდომიოლოზს.  ხშირი გვერდითი მოვლენები: (შეიძლება გამოვლიდეს 10-100 პაციენტიდან 1 პაციენტში): თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, შეკრულობა, ღებინება, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, შარდში პროტეინის რაოდენობის მომატება – რაც ჩვეულებრივ თვითონ უბრუნდება ნორმას როვასტატის ტაბლეტების მიღების შეწყვეტის გარეშე (მხოლოდ როვასტატი 40 მგ), შაქრიანი დიაბეტი, ძირითადად იმ პაციენტებში, რომელთაც შაქრის დოზე აქვთ ნორმის ზღვარს ზემოთ. არახშირი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება 100-1000 პაციენტიდან 1 პაციენტში): გამონაყარი, ქავილი ან კანის სხვა რეაქციები; შარდში პროტეინის რაოდენობის მომატებ, რაც ჩვეულებრივ თვითონ უბრუნდება ნორმას როვასტატის ტაბლეტების მიღების შეწყვეტის გარეშე (მხოლოდ როვასტატი 5 მგ, 10 მგ და 20 მგ). იშვიათი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება 1 000-10 000 პაციენტიდან 1 პაციენტში): მწვავე ალერგიული რეაქციები – ნიშნები მოიცავს სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას, კანის ძლიერ ქავილს (კანის ამობურცვით). თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ როვასტატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას; კუნთების დაზიანება მოზრდილებში – შეწყვიტეთ როვასტატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ კუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც გრძელდება უფრო მეტ ხანს, ვიდრე ელოდით; კუჭის ძლიერი ტკივილი (პანკრეასის ანთება); სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატება. ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სიყვითლე (კანის და თვალების სიყვითლე); ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება); სისხლი შარდში; ფეხების და მკლავების ნერვის დაზიანება (შეგრძნების დაკარგვა); სახსრების ტკივილი; მეხსიერების დაკარგვა. უცნობი სიხშირის გვერდით მოვლენები შეიძლება მოიცავდეს: დიარეა (თხელი განავალი); სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანზე, პირის ღრუში, თვალებზე და გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნა); ხველა; სუნთქვის გაძნელება; ედემა (შეშუპება); ძილის დარღვევა, უძილობის და ღამის კოშმარების ჩათვლით; სქესობრივი პრობლემები; დეპრესია; სუნთქვის პრობლემა ხველის და/ან სუნთქვის გაძნელების ჩათვლით, ან ცხელება. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან თუ შეამჩნევთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ-ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter