იცით როზაპროსტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როზაპროსტის გვერდითი მოვლენებია:   ინსტილაციის შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს თვალების გაღიზიანება (წვა, ქავილი, უცხო სხეულის შეგრძნება), ასევე წამწამების გასქელება, დაგრძელება და გამუქება. ავადმყოფთა 1-10%-ში ვლინდება კონიუნქტივის ჰიპერემია, ტრანზიტორული წერტილოვანი ეპითელური ეროზიები, ბლეფარიტები, ფერადი გარსის პიგმენტაციის გაზრდა, თვალების ტკივილი.   ავადმყოფთა 1%-ზე ნაკლებში: გამონაყარი კანზე, ქუთუთოების შეშუპება. ქუთუთოების კანის გამუქება, რქოვანის შეშუპება და ეროზიები, ირიტები, უვეიტები, მაკულური შეშუპება, მათ შორის, კისტოზურიც (ძირითადად, აფაკიის, ფსევდოაფაკიის, ბროლის უკანა კაფსულის დაზიანების ან მაკულური შეშუპების განვითარების მომატებული საშიშროების მქონე პაციენტებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter