იცით როზუვასტატინი-APO-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როზუვასტატინი-APO-ს გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:როზუვასტატინის მიღების დროს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ უმნიშვნელოდაა გამოხატული და დამოუკიდებლად მიმდინარეობს. არასასურველი ეფექტების სიხშირე შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: ხშირი (>1/100, <1/10); საშუალო სიხშირის (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10000, <1/1000); ძალზე იშვიათი (<1/10000). იმუნური სისტემა: იშვიათად: მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად: ყაზბობა, გულისრევა, მუცლი ტკივილი. კანი საფარველის მხრივ: ზოგჯერ: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია). საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ხშირად: მიალგია. იშვიათად: მიოპათია, რაბდომიოლიზი. სხვა: ხშირად: ასთენიური სინდრომი. ისევე, როგორც ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი ეფექტების სიხშირე დამოკიდებულია დოზაზე. საშარდე სისტემის მხრივ: პაციენტებს, რომლებიც როზუვასტატინს იღებენ, შეიძლება გამოუვლინდეთ პროტეინურია. შარდში ცილის შემცველობის ცვლილება (არარსებობიდან ან კვალური რაოდენობებიდან ++ ან მეტამდე) აღენიშნება პაციენტების 1%-ს, რომლებიც 10-20 მგ-ს იღებენ და პაციენტების დაახლოებით 3%-ს, რომლებიც 40 მგ დოზას იღებენ. აღნიშნულია შარდში ცილის შემცველობის მცირე ცვლილებები 20 მგ დოზის მიღებისას. უმეტეს შემთხვევებში პროტეინურია მცირდება ან საერთოდ ქრება თერაპიის პროცესში და არ ნიშნავს თირკმელების მწვავე დაავადების განვითარების ან არსებული დაავადების პროგრესირებას. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: როზუვასტატინის მიღებისას (ყველა დოზირებით) და განსაკუთრებით 20 მგ-ზე დიდი დოზების მიღების შემთხვევაში აღნიშნულია შემდეგი ზემოქმედებები საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე: მიალგია, მიოპათია, იშვიათად – რაბდომიოლიზი. კრეატინფოსფოკინაზის დონის დოზა-დამოკიდებული მომატება აღენიშნება იმ პაციენტების უმნიშვნელო რაოდენობას, რომლებიც როზუვასტატინს იღებენ. მომატება უმეტესად იყო უმნიშვნელო, სიმპტომების გარეშე და დროებითი. კრეატინფოსფოკინაზის დონის მომატების შემთხვევაში (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) თერაპია უნდა შეჩერდეს (იხ. პუნქტი "განსაკუთრებული მითითებები"). ღვიძლის მხრივ: როზუვასტატინის გამოყენებისას, პაციენტების უმნიშვნელო რაოდენობას აღენიშნება "ღვიძლის" ტრანსამინაზების აქტივობის დოზა-დამოკიდებული ზრდა. უმეტესად ეს უმნიშვნელოა, დროებითი და სიმპტომების გარეშე. პოსტმარკეტინგული გამოყენება: პრეპარატ როზუვასტატინის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას აღნიშნულია შემდეგი გვერდითი ფექტები: ღვიძლის მხრივ: ძალიან იშვიათად: სიყვითლე, ჰეპატიტი. იშვიათად: "ღვიძლის" ტრანსამინაზების დონის ზრდა. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: იშვიათად: ართრალგია. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად: პოლინეიროპათია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter