იცით როზუვინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როზუვინის გვერდითი მოვლენებია: სხვა პრეპარატების მსგავსად, როზუვინმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ისეთ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან როზუვინში შემავალი ნივთიერებების მიმართ. მნიშვნელოვანია იცოდეთ რა სახის გვერდითი მოვლენებია. ეს გვერდითი მოვლენებია ძირითადად საშუალო სიმძიმის და ქრება მოკლე ხანში. შეწყვიტეთ როზუვინის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების პუნქტის, შემდეგი სახის გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში: – სუნთქვის გართულება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით ან მის გარეშე; – სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რომლის შედეგადაც რთულდება ყლაპვის უნარი; – კანის ძლიერი ქავილი. შეწყვიტეთ როზუვინის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ კუნთების უჩვეულო ხანგრძლივი ტკივილის შემთხვევაში. როგორც სხვა სტატინების შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა კუნთებში უსიამოვნო ეფექტების განვითარების რამოდენიმე შემთხვევას და იშვიათად მათი გამწვავება ხდებოდა კუნთების სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ დაზიანებამდე, ცნობილი როგორც რაბდომიოლიზი. მიმართეთ ექიმს შემდეგი ტიპის გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში. ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია. გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ძლიან ხშირი: შეინიშნება 10-დან 1 პაციენტში. ხშირი: შეინიშნება 10-დან 1-ში, მაგრამ >1/1000. იშვიათი: შეინიშნება 1000-დან 1-ში, მაგრამ არაუმეტეს 10000-დან 1-ში. ძალიან იშვიათი: შეინიშნება <1/10000. ხშირი გვერდითი მოვლენები:  მიმართეთ ექიმს ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში: – თავის ტკივილი; – მუცლის ტკივილი; – ყაბზობა; – შეუძლოდ ყოფნა; – კუნთების ტკივილი; – სისუსტე; – თავბრსუხვევა; – შარდში ცილების რაოდენობის მომატება – იგი უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს თავისთავად და არ საჭიროებს როზუვინის ტაბლეტების მიღების შეწყვეტას (მხოლოდ როზუვინის 40 მგ-სთვის); – დიაბეტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონე ნორმალურთან შედარებით მომატებულია. არახშირი გვერდითი მოვლენები:  – გამონაყარი, ქავილი ან სხვა სახის რეაქციები კანზე; – შარდში ცილების რაოდენობის მომატება – იგი უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს თავისთავად და არ საჭიროებს როზუვინის ტაბლეტების მიღების შეწყვეტას (მხოლოდ როზუვინის 5 მგ, 10 მგ და 20 მგ). იშვიათი: – მწვავე ალერგიული რეაქციები – სახის, ენის, ტუჩების, ყელის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, კანის ძლიერი ქავილი. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ როზუვინის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ; – კუნთების დაზიანების დროს – სიფრთხილის გამო შეწყვიტეთ როზუვინის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ იგრძნობთ უჩვეულო ხანგრძლივ ტკივილს კუნთებში; – მუცლის მწვავე ტკივილი (ანთებითი პანკრეასი); – სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატება. ძალიან იშვიათი: – სიყვითლე (თვალების და კანის გაყვითლება); – ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება); – სისხლიანი შარდი; – ფეხის და მკლავების ნერვის დაზიანება (როგორიცაა დაბუჟება); – სახსრების ტკივილი; – მეხსიერების დაკარგვა. უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:  – დიარეა; – სტივენ-ჯონსონის სინდრომი (კანზე, პირზე და თვალებზე, ასევე გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნა); – ხველა; – სუნთქვის გაძნელება; – ედემა (შეშუპება); – ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები; – სექსუალური გართულებები; – დეპრესია; – სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან სუნთქვის დათრგუნვა ან ცხელება. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამწვავების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter