იცით როლიპექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როლიპექსის გვერდითი მოვლენებია: თქვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს როლიპექსის გამოყენებისას. ასეთი გვერდითი მოვლენები: , როგორც წესი სუსტია და სწრაფად გაივლის.  თუ ქვემოხსენებული რომელიმე მოვლენა აღგენიშნებათ, შეწყვიტეთ როლიპექსის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან გაიარეთ კონსულტაცია სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან: • სუნთქვის გაძნელება: სახის, ტუჩების, ენის და ხახის შეშუპებით ან მის გარეშე, • სახის, ტუჩების, ენისა ან/და ხახის შეშუპება დისფაგიით • ეგზანთემა ძლიერი ქავილით  დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ როლიპექსის მიღება, თუ გრძნობთ კუნთების უჩვეულო ტკივილს; იშვიათად ეს ეფექტები შესაძლებელია გადაიზარდოს სიცოცხლისათვის საშიშ კუნთების დაზიანებაში, რასაც ეწოდება რაბდომიოლიზი. ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.  ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: (შეიძლება აღინიშნოს 1 /10000 უფრო ნაკლებ შემთხვევაში) სიყვითლე (ყვითელი კანი და თვალები) ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ჰემატურია კიდურების ნერვის დაზიანება (დაბუჟება) ამნეზია ართრალგია  კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ რომელიმე ზემოხსენებული მოვლენა.  იშვიათი გვერდითი მოვლენები: (შეიძლება აღინიშნოს 1 /1,000 _ 1 /10,000 შემთხვევაში) ალერგიული რეაქციები: სახის, ტუჩების, ენისა ან/და ხახის  შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება, ძლიერი ქავილი გამონაყარით. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ  ალერგიული რეაქცია გაქვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ როლიპექსის მიღება და მიმართეთ ექიმს კუნთების დაზიანება: თუ თქვენ გაქვთ კუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე მოელოდით, სიფრთხილის მიზნით შეწყვიტეთ როლიპექსის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ძლიერი მუცლის ტკივილები (პანკრეასის ანთება) ღვიძლის ფერმენტების მომატება სისხლში.  კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ რომელიმე ზემოხსენებული მოვლენა. სერიოზული გვერდითი ეფექტები იშვიათია.  ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები: (შეიძლება აღინიშნოს  1 /100 _ 1 /1,000 შემთხვევაში)  გამონაყარი, ქავილი და კანის რეაქციები, შარდში ცილების მომატება. ზოგადად, ეს მდგომარეობა გარდამავალია და ნორმას უბრუნდება როლიპექსის მიღების შეწყვეტამდეც (დამახასიათებელია მხოლოდ 5 მგ, 10 მგ და 20 მგ როლიპექსისთვის).  კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ რომელიმე ზემოხსენებული მოვლენა.  ხშირი გვერდითი მოვლენები: (შეიძლება აღინიშნოს  1 /10 _ 1 /100 შემთხევაში) მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაწუხებთ: თავის ტკივილი მუცლის ტკივილი ყაბზობა შეუძლოდ ყოფნა კუნთების ტკივილი სისუსტე ძილიანობა შარდში ცილების მომატება. ზოგადად, ეს მდგომარეობა გარდამავალია და ნორმას უბრუნდება როლიპექსის მიღების შეწყვეტამდეც (ჩვეულებრივ შემთხვევებში დამახასიათებელია მხოლოდ 40 მგ როლიპექსისთვის).  ესენი გახლავთ როლიპექსის მსუბუქი გვერდითი მოვლენები: .  თუ თქვენ აღგენიშნათ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი პაციენტის საინფორმაციო ბროშურაში, დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter