იცით რომიკლარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რომიკლარის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები:  კლარითრომიცინით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს უმნიშვნელო და გარდამავალი გვერდითი მოვლენები. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გლოსიტი, სტომატიტი, ორალური მონოლიაზისი, გემოს გაუკუღმართება (3%), ტკივილი მუცლის არეში (2%), დისპეფსია (2%), გულისრევის შეგრძნება (3%), დიარეა (3%), თავის ტკივილი (2%), თავბრუსხვევა, უძილობა, ჰალუცინაცია. კლარითრომიცინისა და ომეპრაზოლის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ენის შეფერილობის გარდამავალი შეცვლა. აღწერილია ყნოსვის გაუკუღმართების შემთხვევები, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება კბილების ფერის გარდამავალი შეცვლა. კლარითრომიცინით მკურნალობისას ზოგჯერ შეიმჩნევა ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მატება სისხლში, ჰეპატოცელულარული/ქოლესტატური დისფუნქცია სიყვითლის გამოვლენით ან მის გარეშე. ეს დარღვევბი, როგორც წესი, შექცევადია. არის ინფორმაცია თრომბოციტოპენიის განვითარების ერთეული შემთხვევების შესახებ. კლარითრომიცინის პერორალურად მიღებისას შესაძლოა ალერგიული რეაქციის განვითარება, რომელთა ინტენსიურობა ვარიაბელობს ჭინჭრის ციებიდან და კანის გამონაყრიდან ანაფილაქსიურ შოკამდე და სტივენსონ-ჯონსის სინდრომამდე. შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია იმ პაციენტებში, რომლებიც კლარითრომიცინით მკურნალობისას იყენებენ ფიპოგლიკემიურ საშუალებებს პერორალურად მიღებისთვის და ინსულინს. გახანგრძლივებული QT ინტერვალის მქონე პირებს, რომლების იტარებენ კლარითრომიცინით მკურნალობას, შეიძლება განუვითარდეთ ვენტრიკულური ტაქიკარდია, ვენტრიკულური არითმია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია. „torsade de pointes” ტიპის. პედიატრიული პაციენტები იმუნური სისტემის დარღვევით: შიდსით დაავადებული და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იტარებენ ანტიმიკობაქტერიულ მკურნალობას კლარითრომიცინის დიდი დოზებით, ხშირად რთულია პრეპარატით გამოწვეული გვერდითი მოვლენების გამიჯვნა ძირითადი და ინტერკურენტული დაავადებების სიმპტომებისაგან. ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები: ღვიძლი: მაღალი მაჩვენებელი ALT<1%, AST<1%, GGT<1%, ტუტეფოსფატაზა<1%, LDH<1%, საერთო ბილირუბინი<1%. ჰემატოლოგიური: ლეიკოციტების რიცხვის შემცირება, პროთრომბინის რაოდენობის მომატება 1%. რენალური: მაღალი AMK – 4%, კრეატინინის მაღალი მაჩვენებელი <1%. მოულოდნელი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter