იცით როსტალეპტი-როტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როსტალეპტი-როტას გვერდითი მოვლენებია: ცენტრალური ნერვული სისტემისა (ცნს) და გრძნობათა ორგანოების მხრივ: ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა ან ძილიანობა, მომატებული აგზნებადობა, დაღლილობა, ყურადღების დარღვევა, მოუსვენრობა, შფოთვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ექსტრაპირამიდული დარღვევები (რიგიდობა, ჰიპოკინეზია, ჰიპერსალივაცია, აკატიზია, მწვავე დისტონია), გვიანი დისკინეზია, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, თერმორეგულაციის დარღვევა, კრუნჩხვები, ინსულტი (მიდრეკილების მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში), ბუნდოვანი მხედველობა.  გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, რეფლექტორული ტაქიკარდია, ნეიტრო – და თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენური პურპურა.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისპეფსიური მოვლენები, ტკივილები მუცლის არეში, შეკრულობა. ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მომატება. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: დისმენორეა, ამენორეა, იმპოტენცია, ერექციის და ეიაკულაციის დარღვევები, ანორგაზმია, ლიბიდოს დაქვეითება, პრიაპიზმი, პოლიურია, შარდის შეუკავებლობა, შეშუპებები.  ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.  სხვა: რინიტი, გალაქტორეა, გინეკომასტია, სხეულის მასის მომატება, ჰიპერვოლემია (პოლიდიფსიის ან ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომის შედეგად), ჰიპერგლიკემია (შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter