იცით როსუსტარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როსუსტარის გვერდითი მოვლენებია:  როგორც ჰმგ-კოА-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები: ს განვითარების სიხშირეს აქვს დოზადამოკიდებული ხასიათი, ჩვეულებრივ გამოხატულია უმნიშვნელოდ და თავისთავად გაივლის.   გვერდითი მოვლენები: ს სიხშირის ქვემოთ გამოყენებული პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ხშირი (≥ 1/100 – დან <1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), დაუზუსტებელი სიხშირის – არსებული მონაცემებით სიხშირის პარამეტრების შეფასება შეუძლებელია. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენიური სინდრომი; ძალიან იშვიათი – პერიფერიული ნეიროპათია, მეხსიერების დაქვეითება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირი – გულისრევა, შეკრულობა, მუცლის ტკივილი; არახშირი – ღებინება; იშვიათი – პანკრეატიტი; ძალიან იშვიათი – ჰეპატიტი, სიყვითლე; დაუდგენელი სიხშირის – დიარეა.    საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ხშირი – მიალგია; ძალიან იშვიათი – ართრალგია; იშვიათი – მიოპათია (მიოზიტების ჩათვლით), რაბდომიოლიზი. ალერგიული რექციები: არახშირი – კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი; იშვიათი – ანგიონევროზული შეშუპება. კანი და კანქვეშა ქსოვილი: დაუდგენელი სიხშირის – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, პერიფერიული შეშუპებები.  შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ხშირი – პროტეინურია (3%-ზე მეტი სიხშირით პაციენტებში, რომლებიც იღებენ დოზას 40 მგ), რომელიც მცირდება თერაპიის პროცესში და არ არის დაკავშირებული თირკმლის დაავადებებთან, საშარდე გზების ინფექციებთან; ძალიან იშვიათი – ჰემატურია. ლაბორატორიული მაჩვენებლები: არახშირი – შრატისმიერი კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) აქტივობის გარდამავალი დოზადამოკიდებული მატება, ნორმის ზედა ზღვარის 5-ჯერზე მეტად გადაჭარბებისას თერაპია დროებით უნდა შეჩერდეს; იშვიათი – ასპარტატამინოტრანსფერაზას და ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის ტრანზიტორული მატება. პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: გლუკოზას, ბილირუბინის კონცენტრაციის მატება, ტუტე ფოსფატაზას, გამაგლუტამილტრანსფერაზას აქტივობის მატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter