იცით როტარიტმილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როტარიტმილის გვერდითი მოვლენებია: გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის მხრი­ვ: ბრა­დი­კარ­დია (ძი­რი­თა­დად ზო­მი­ე­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი და დო­ზა­და­მო­კი­დე­ბუ­ლი), ზოგ­ჯერ (სი­ნუ­სის კვან­ძის დის­ფუნ­ქცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ხან­დაზ­მულ პა­ცი­ენ­ტებ­ში) გა­მო­ხა­ტუ­ლი ბრა­დი­კარ­დია და ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად – გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა: იშ­ვი­ა­თად აღი­ნიშ­ნე­ბა – გამ­ტა­რო­ბის დარ­ღვე­ვა (სი­ნო­ატ­რი­უ­ლი ბლო­კა­და, სხა­დას­ხვა ხა­რის­ხის ატ­რი­ო­ვენ­ტრი­კუ­ლუ­რი ბლო­კა­და); ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვა­ში აღნიშნავენ არით­მო­გე­ნუ­ლ მოქ­მე­დე­ბას, ზოგ­იერთ შემთხვევაში – შემ­დგო­მი გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით. გრძნო­ბათა ორ­გა­ნო­ების მხრი­ვ: მიკ­რო­და­ნა­ლე­ქი რქო­ვა­ნას ეპი­თე­ლი­უმ­ზე, ჩვე­უ­ლებ­რივ – გუ­გის ქვე­და არე­ში; რომელიც შედგება რთუ­ლი ცხი­მო­ვა­ნი და­ნაშ­რე­ვი­სა­გან, ქრე­ბა პრე­პა­რა­ტის მოხ­სნის შემ­დეგ და არ მო­ით­ხოვს მკურ­ნა­ლო­ბის შეწ­ყვე­ტას. ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა გამოიწვიოს მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღვე­ვა – კაშ­კა­შკა გა­ნა­თე­ბის პი­რო­ბებ­ში ფე­რა­დი შა­რა­ვან­დის ან არამ­კა­ფიო კონ­ტუ­რე­ბის გაჩენის სა­ხით. აღ­წე­რი­ლია მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის ნევ­რი­ტის/მხედ­ვე­ლო­ბი­თი ნე­ი­რო­პა­თი­ის რამდენიმე შემთ­ხვე­ვა, ამი­ტომ ამი­ო­და­რო­ნით მკურ­ნა­ლო­ბის ფონ­ზე არამ­კა­ფიო მხედ­ვე­ლო­ბის ან მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბის განვითარების შემ­თხვე­ვა­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სრუ­ლი ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის, მათ შო­რის ფუნ­დოს­კო­პი­ის ჩა­ტა­რე­ბა, მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის ნევ­რი­ტის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა უნ­და შეწ­ყდეს. საჭ­მლის მო­მ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მხრი­ვ: გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბა, გე­მოს შეგ­რძნე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა ან და­კარ­გვა, სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბა ეპი­გას­ტრიუმის არე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის და­საწ­ყის­ში, რაც გაივლის დო­ზის შემ­ცი­რე­ბის შემდეგ. სის­ხლის შრატ­ში ტრან­სა­მი­ნა­ზე­ბის აქ­ტი­ვობის იზო­ლი­რე­ბუ­ლი მა­ტე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ – ზო­მი­ე­რი, რო­მე­ლიც დო­ზის შემ­ცი­რე­ბის შემ­დეგ ქვე­ით­დე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ღვიძ­ლის მწვა­ვე და­ზი­ა­ნე­ბა ტრან­სა­მი­ნა­ზე­ბის მო­მა­ტე­ბით და/ან სიყ­ვით­ლით, მათ შო­რის ღვიძ­ლის უკ­მა­რისობის გან­ვი­თა­რე­ბით. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად: ღვიძ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბები. 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ სის­ხლში ტრან­სა­მი­ნა­ზე­ბის თუნ­დაც ზო­მი­ე­რი მო­მა­ტე­ბის დროსაც კი ეჭვი უნდა მიტანილ იქნას ღვიძ­ლის ქრო­ნი­კულ და­ზიანება­ზე. სა­სუნ­თქი სის­ტე­მის მხრი­ვ: აღ­წე­რი­ლია ინ­ტერ­სტი­ციული ან ალ­ვე­ო­ლური პნევ­მო­ნი­ტი­სა და პნევმონიასთან ერთად მა­ობ­ლი­ტი­რე­ბელი ბრონ­ქი­ო­ლი­ტის შემთხვევები, ზოგ­ჯერ ლე­ტა­ლუ­რი გამოსავლით. აღწერილია პლევ­რი­ტის რამ­დე­ნი­მე შემთ­ხვე­ვა. ამ ცვლი­ლე­ბებს შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ფილ­ტვის ფიბ­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბა, თუმცა ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად შექცევადია ამი­ო­და­რო­ნის ადრეული მოხ­სნი­ს და კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბის და­ნიშ­ვნი­სას (ან მა­თი და­ნიშ­ვნის გა­რე­შე). კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ 3-4 კვი­რა­ში ქრე­ბა. რენ­ტგე­ნო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თი­სა და ფილ­ტვე­ბის ფუნ­ქცი­ის აღ­დგე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს უფ­რო ნე­ლა (რამ­დე­ნი­მე თვე). თუ პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც ამი­ო­და­რონს იღებს, განუვითარდა გა­მო­ხა­ტუ­ლი ქო­ში­ნი ან მშრა­ლი ხვე­ლა, სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბით (მომატებული მოთენთილობა, სხე­უ­ლის მა­სის შემ­ცი­რე­ბა, სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა) ან გა­უ­ა­რე­სე­ბის გა­რე­შე, საჭიროებს გულ­მკერ­დის რენ­ტგე­ნოგ­რა­ფი­ის ჩა­ტა­რე­ბას და სა­ჭი­რო­ე­ბი­ს შემთხვევაში, პრე­პა­რა­ტის მოხ­სნას. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად: ბრონ­ქოს­პაზ­მი მძი­მე სუნთქვითი უკ­მა­რისო­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებში, განსაკუთრებით პაციენტებში ბრონქული ასთმით; მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­ს სინ­დრო­მი, ზოგ­ჯერ ლე­ტა­ლუ­რი გამოსავლით და ზოგ­ჯერ უშუ­ა­ლოდ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­დეგ (ნავარაუდებია ჟან­გბა­დის მა­ღალ დო­ზას­თან ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბის შესაძლებლობა). ენ­დოკ­რი­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი: აღინიშნება ჰი­პო­თი­რე­ო­ზი მისი კლა­სი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბით: სხე­უ­ლის მა­სის მო­მა­ტე­ბა, შემცივნება, აპა­თია, დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, ძი­ლი­ა­ნო­ბა, ამი­ო­და­რო­ნის მო­სა­ლოდ­ნელ მოქ­მე­დე­ბას­თან შე­და­რე­ბით მეტად გამოხატული ბრა­დი­კარ­დია. დი­აგ­ნო­ზი დას­ტურ­დე­ბა სის­ხლის შრა­ტის თი­რე­ოტ­რო­პუ­ლი ჰორ­მო­ნის მო­მა­ტე­ბუ­ლი დო­ნის გა­მოვ­ლე­ნით. მკურ­ნა­ლო­ბის შეწ­ყვე­ტის შემ­დეგ ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის ნორ­მა­ლი­ზა­ცია აღი­ნიშ­ნე­ბა მკურნალობის შეწყვეტიდან ჩვე­უ­ლებ­რივ 1-3 თვე­ში. სი­ცოც­ხლი­სათ­ვის სა­შიშ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა ამი­ო­და­რო­ნით მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, და­მა­ტე­ბით L-თი­როქ­სი­ნის და­ნიშ­ვნის, სის­ხლის შრატ­ში თი­რე­ოტ­რო­პუ­ლი ჰორ­მო­ნის კონ­ტრო­ლის ქვეშ. ჰი­პერ­თი­რე­ო­ზი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის დროს, ისე მი­სი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ (აღ­წე­რი­ლია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა ჰი­პერ­თი­რე­ო­ზი გან­ვი­თარ­და ამი­ო­და­რო­ნის მოხ­სნი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში). ჰი­პერ­თი­რე­ო­ზი მიმ­დი­ნა­რე­ობს უფ­რო ფა­რუ­ლად, რამ­დე­ნი­მე სიმ­პტო­მით: სხე­უ­ლის მა­სის უმ­ნიშ­ვნე­ლო, მაგ­რამ აუხ­სნე­ლი და­კარ­გვა, ან­ტი­ა­რით­მი­უ­ლი და/ან ან­ტი­ან­გი­ნუ­რი ეფექ­ტის შემ­ცი­რე­ბა; ხან­დაზ­მულ პა­ცი­ენ­ტებ­ში ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა და თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზის მოვ­ლე­ნე­ბიც კი. დი­აგ­ნო­ზი დას­ტურ­დე­ბა სის­ხლის შრატ­ში თი­რე­ოტ­რო­პუ­ლი ჰორ­მო­ნის (ზემ­გრძნო­ბი­ა­რე კრი­ტე­რი­უ­მის) დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი დო­ნის გა­მოვ­ლე­ნით. ჰი­პერ­თი­რე­ო­ზის გა­მოვ­ლე­ნი­ს შემთხვევაში ამი­ო­და­რო­ნი უნ­და მო­იხ­სნას. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის ნორ­მა­ლი­ზა­ცია ჩვე­უ­ლებ­რივ აღი­ნიშ­ნე­ბა პრე­პა­რა­ტის მოხ­სნიდან რამ­დე­ნი­მე თვე­ში. ამას­თა­ნა­ვე, კლი­ნი­კუ­რი სიმ­პტო­მა­ტი­კა ნორ­მა­ლი­ზდე­ბა უფ­რო ად­რე (3-4 კვი­რა­ში), ვიდ­რე ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნე­ბის დო­ნი­სა. მძი­მე შემ­თხვე­ვას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ლე­ტა­ლუ­რი გამოსავალი, ამი­ტომ ამ დროს სა­ჭი­როა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა. ყო­ველ ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბა უნ­და შე­ირ­ჩეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად. თუ ავად­მყო­ფის მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბა – რო­გორც თავად თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზის, ისე მი­ო­კარ­დი­უ­მის ჟან­გბად­ზე მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბა­სა და მი­წო­დე­ბას შო­რის სა­ში­ში დის­ბა­ლან­სის გა­მო, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მკურ­ნა­ლო­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დაწ­ყე­ბა კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბით (1 მგ/კგ) საკ­მა­ოდ დიდ­ი ხნის მანძილზე (3 თვე). ამ სინ­თე­ზუ­რი ან­ტი­თი­რე­ო­ი­დუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნაცვლად, რომლებიც შე­იძ­ლე­ბა ამ შემთხვევაში ყოველთვის ეფექტური არ აღმოჩნდეს. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად შე­საძ­ლე­ბე­ლია ან­ტი­დი­უ­რეზული ჰორ­მო­ნის სეკ­რე­ცი­ის დარ­ღვე­ვის სინ­დრო­მის გა­მოვ­ლე­ნა. კა­ნის მხრი­ვ: შე­იძ­ლე­ბა აღი­ნიშ­ნოს ფო­ტო­სენ­სი­ბი­ლი­ზა­ცია, ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტი უნ­და გაფრთხილებულ იქნან იმის შე­სა­ხებ, რომ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში სა­ჭი­როა ინ­სო­ლა­ცი­ი­სა და ულ­ტრა­ი­ის­ფე­რი დას­ხი­ვე­ბი­საგან თა­ვის არი­დე­ბა. რა­დი­ო­თე­რა­პი­ის დროს შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ერი­თე­მა. მკურ­ნა­ლო­ბის შეწ­ყვე­ტის შემ­დეგ პიგ­მენ­ტა­ცია ნელ-ნე­ლა ქრე­ბა. არსებობს კან­ზე გა­მო­ნა­ყ­რის (ჩვე­უ­ლებ­რივ – ნაკ­ლე­ბად სპე­ცი­ფიუ­რი) მონაცემები, აგ­რეთ­ვე ექ­სფო­ლი­ა­ცი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი (პრე­პა­რატ­თან კავ­ში­რი დად­გე­ნი­ლი არ არის). შე­საძ­ლოა ალო­პე­ცია. ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მხრი­ვ: ტრე­მო­რი ან სხვა ექ­სტრა­პი­რა­მი­დუ­ლი სიმ­პტო­მე­ბი, ძი­ლის დარ­ღვე­ვა, მათ შო­რის კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მრე­ბი. იშ­ვი­ა­თად: სენ­სო­მო­ტო­რუ­ლი, მო­ტო­რუ­ლი და შე­რე­უ­ლი პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნე­ი­რო­პა­თია და/ან მი­ო­პა­თია, რო­მე­ლიც ჩვეულებრივ შექცევადია პრე­პა­რა­ტის მოხ­სნის შემ­დეგ. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად: ნათ­ხე­მისმიერი ატაქ­სია, ქა­ლას­ში­და კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი ჰი­პერ­ტენ­ზია (თა­ვის ტვი­ნის ფსევ­დო­სიმ­სივ­ნე), თა­ვის ტკი­ვი­ლი. სხვა: ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად: ვას­კუ­ლი­ტი, ეპი­დი­დი­მი­ტი, იმ­პო­ტენ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა (პრე­პა­რატ­თან კავ­ში­რი დად­გე­ნი­ლი არ არის), თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია, ჰე­მო­ლი­ზური ანე­მია, აპ­ლაზიური ანე­მია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter