იცით როქსიცეფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როქსიცეფის გვერდითი მოვლენებია: მსუბუქი და გარდამავალი ხასიათისაა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა; იშვიათად – ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ბილირუბინის გარდამავალი მატება; ძალიან იშვიათად – ფსევდომემბრანული კოლიტი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია; ძალიან იშვიათად – ჰემოლიზური ანემია. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი; ინტერსტიციალური ნეფრიტი; იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქცია. ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი კუნთში ინექციის ადგილას; ვენაში ინექციისას – იშვიათად ფლებიტი. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლოა კანდიდური ინფექციის განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter